ბაჩო ახალაია ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე გამოკითხვაზე დაიბარეს – შსს

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზეა დაბარებული ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით.

შსს-ში არ აკონკრეტებენ, კონკრეტულად რომელი საქმის გამო დაიბარეს ახალაია.

ბაჩო ახალაია შსს-ს კრიმინალურ დეპარტამენტში 10 ოქტომბერს, 13:00 საათზე უნდა გამოცხადდეს.