კადიროვის თქმით, ”ქართულ ოცნებას” არ სურს ჩეჩნეთთან დამაკავშირებელი გზის აშენება

ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა ქართულ მხარეს არ სურს საქართველოს დ ჩეჩნეთის დამაკავშირებელი გზა არსებობდეს. ამის შესახებ კადიროვმა იტუმ-კალის და შატილის დამაკავშირებელი გზის აშენების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

“სინამდვილეში, საქართველო ჩვენთვის არაკეთილგანწყობილი აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ დოკუმენტებს ხელი მოვაწერეთ და გავაკეთეთ ყველაფერი. სამწუხაროდ, ჩვენ მეზობლებს მაინც არ უნდათ, რომ გზამ საქართველოზე გაიაროს. – თქვა კადიროვმა.