“ფლორიდაში უკრაინის მოლაპარაკებების გუნდი მუშაობს. დღეს ამერიკულ დელეგაციასთან, პრეზიდენტ ტრამპის წარმომადგენლებთან კიდევ იქნება შეხვედრები. ომის დასრულების შესახებ დოკუმენტებზე, უსაფრთხოების გარანტიებზე და აღდგენაზე მუშაობა მიმდინარეობს – ყოველ პუნქტს დეტალურად განიხილავენ და ამერიკულ მხარესთან კონსტრუქციული ჩართულობაა. ეს მნიშვნელოვანია. ისინი ასევე ვადებს განიხილავენ – კონკრეტული გადაწყვეტილების შესაძლო დროით ჩარჩოებს. რუსტემ უმეროვისგან და ანდრიი ჰნატოვისგან დისკუსიის დეტალებზე ანგარიშს ველოდები.[…]უკრაინისთვის ისტორიულ კვირას ვასრულებთ – მნიშვნელოვან დიპლომატიურ კვირას. მთავარი შედეგი ისაა, რომ უკრაინისთვის ორი წლის განმავლობაში €90 მილიარდი უზრუნველვყავით. ეს დეკემბრის საკვანძო შედეგია და მრავალი თვალსაზრისით მთლიანი წლის მნიშვნელოვანი შედეგია. ევროპამ პოზიტიური გადაწყვეტილება მიიღო. ამ გადაწყვეტილებისთვის დიდი ხნის განმავლობაში ვიბრძოდით და მსურს, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც დაგვეხმარა”.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ფლორიდაში უკრაინული დელეგაცია მოლაპარაკებებზე მუშაობს და მათგან დისკუსიის დეტალების შესახებ ანგარიშს ელოდება.