ჯაფარიძეს საცირკო სანახაობის დადგმის საშუალებას არ მივცემთ.ედებატოს იმას, ვისაც ჩვენი პარტია გამოყოფს – ამის შესახებ „ქართული ოცნების” დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
„ირაკლი კობახიძე არის საქართველოს პრემიერ-მინისტრი და სად გინახავთ გაურკვეველი რეიტინგის მქონე ადამიანს ასე პირდაპირ ედებატა?! თუმცა ეს მისი გადასაწყვეტია, ირაკლი კობახიძის ნაცვლად ვერ ვისაუბრებ. რაც მთავარია, პოლიტიკურმა ორგანიზაციებმა თავად უნდა განსაზღვრონ, კონკრეტულ შემთხვევაში თავისი პოზიცია ვინ უნდა წარმოადგინოს. თუ ზურა გირჩი ჯაფარიძე გადაწყვეტს, რომ თავისი ორგანიზაციის პოზიცია თვითონ უნდა წარმოადგინოს, ჩვენი ორგანიზაცია გადაწყვეტს, ჩვენს პოზიციას ვინ წარმოადგენს. ჯაფარიძეს საცირკო სანახაობის დადგმის საშუალებას არ მივცემთ. უნდა, აქვს არგუმენტები?! ედებატოს იმას, ვისაც ჩვენი პარტია გამოყოფს. თავად კობახიძე გადაწყვეტს ამის გაკეთებას?! მაშინ თვითონ გააკეთებს. სხვას დაევალება ამის გაკეთება?! სხვა გააკეთებს.[…]დარწმუნებული ვარ, საქართველოში დებატების კულტურის ხელახლა მობრუნებას ხელს შევუწყობთ. ეს ადრე იყო, თუმცა შემდეგ გაქრა. ჩვენდა სამწუხაროდ, ჩვენს ოპონენტებს აუკრძალეს ნებისმიერი კონტაქტი ჩვენთან. ეს თვითონ აქვთ ნათქვამი. მაგალითად, „გამჭვირვალობის კანონზე” როცა იყო საუბარი ამბობდნენ, შინაარსში არ შევიდეთ, ეს მათი მოედანიაო. ასეთი დავალება ჰქონდათ მიღებული,” – აღნიშნა შარმანაშვილმა.















