„ახლა ეს რეალობაა – ირანის ღერძი ცდილობს აღდგეს – მაგრამ ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ეს მოხდეს. თუ ირანი დაუშვებს სერიოზულ შეცდომას და თავს დაესხმება ისრაელს, ჩვენ ვუპასუხებთ ისეთი ძალით, როგორიც ირანს აქამდე არასდროს უნახავს.[…] აშშ ჩვენთან მუდმივ კონტაქტშია. არ მინდა პრეზიდენტ ტრამპისთვის განვსაზღვრო, რას აკეთებს და რას არ აკეთებს. ილაპარაკებს თუ არა. ეს მისი გადაწყვეტილებაა. ჩვენ სრულად ვართ ინფორმირებულები“,
ისრაელის პრემიერმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ გაიმეორა გასულ კვირას თეირანის მიმართ გაჟღერებული გაფრთხილება.















