დუმამ უცხოეთში რუსების დასაცავად პრეზიდენტისთვის არმიის გამოყენების უფლების კანონი პირველი მოსმენით მიიღო

რუსეთის დუმამ საზღვარგარეთ რუსეთის მოქალაქეების დასაცავად შეიარაღებული ძალების “ექსტერიტორიული” გამოყენების კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო.კანონპროექტი ითვალისწინებდა ცვლილების შეტანას მუხლებში: “მოქალაქეობის შესახებ” და “თავდაცვის შესახებ”.

განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ კანონპროექტი შეიმუშავეს რუსეთის მოქალაქეების დასაცავად, თუ მათ დააკავებენ ან სხვა სახის დევნას დაიწყებენ.

რუსული მედიაპროექტი Faridaily წერდა, კანონპროექტის დანიშნულება გაუგებარია, რადგან რუსეთის პრეზიდენტს ისედაც აქვს უფლება “გამოიყენოს ზომები” მოქალაქეების დასაცავად, თუ უცხოური ან საერთაშორისო ორგანოები იღებენ გადაწყვეტილებას, რომლებიც რუსეთის ინტერესებს ეწინააღმდეგება.