„რაც შეეხება 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებს, ეს არჩევნები ჩატარდება დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ამის პირობას ვაძლევ ყველას!
დღევანდელი კანონმდებლობა არის აბსოლუტურად შესაბამისობაში საერთაშორისო სტანდარტებთან.
ჩვენ ჩავატარებთ დღევანდელი მოქმედი კანონმდებლობით 2028 წლის 28 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს“,
ასე გამოეხმაურა “ქართული ოცნების” პრემიერი, ირაკლი კობახიძე „ოპოზიციური ალიანსის“ მიერ დასახელებულ 6 ძირითად პირობას „სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩასატარებლად“.















