ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მახუნცეთში, ჩანჩქერში მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ადგილობრივების ინფორმაციით, უცხო ქვეყნის მოქალაქე მამაკაცი ჩანჩქერში შევიდა, თუმცა წყლიდან ამოსვლა ვერ მოახერხა.
ადგილზე შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები იყვნენ მობილიზებული.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობის გულისხმობს.














