მოქალაქის ცემისთვის დაკავებულ ექვსივე პოლიციელს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა

გორში, მოქალაქე პაპუნა ლოცულაშვილის ცემისთვის ბრალდებულ ექვსივე პოლიციელს გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე გერმანე დადეშქელიანმა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

პროცესზე 2-მა ბრალდებულმა ვლადიმერ გოდერძიშვილმა და ივანე მისირელმა ბრალი აღიარეს და პატიება ითხოვეს. ადვოკატები მათ 5 000-5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდნენ.

გიორგი წკრიალაშვილი, საბა წაველიძი, ალეკო ბადალოვი და ბესო მალაციძე ბრალს არ აღიარებენ. 6-ვე დაკავებულს ბრალდება უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების მუხლით აქვთ წარდგენილი.