ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, ნანი გვარიშვილის მხრიდან აქტივისტების შეურაცხყოფის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
დღეს 28 მაისს გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ აქტივისტები თაკო სურმანიძე და ნონა მირზოევა ბათუმში ხელმოწერებს აგროვებდნენ პეტიციაზე “მიეცი წამალი ბავშვებს”. ამ პეტიციაზე ხელმომწერები დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვებისთვის მედიკამენტის შემოტანას ითხოვენ.
ამავე ვიდეოში ჩანს პროფესორი ნანი გვარიშვილი, რომელიც სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს აქტივისტებს და ხელითაც ეხება ერთ-ერთ მათგანს.














