თბილისში, ერთ-ერთ ბინაში 2 ახალგაზრდა ადამიანის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილები ახალგაზრდა ქალი და კაცი არიან.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. გარდაცვალების მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს.
მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.














