ევროკომისიის სპიკერის, მარკუს ლამბერტის განცხადებით, 11 ივნისს დაგეგმილი შეხვედრა ქართულ მხარესა და ევროკომისიას შორის, შეეხება დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზოს შეჩერების საკითხს.
“2026 წლის მარტში კომისიამ თავდაპირველად 12 თვის ვადით შეუჩერა უვიზო მიმოსვლა საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელები არიან.ეს მას შემდეგ მოხდა, რაც წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ ამაზე. როდესაც უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება ჩერდება, კომისია შესაბამის მესამე ქვეყანასთან იწყებს პროცესს, რომელსაც ჩვენ “გაძლიერებულ დიალოგს” ვუწოდებთ. მისი მიზანია იმ გარემოებების გამოსწორება, რომელმაც შეჩერება გამოიწვია.
ამ კონტექსტში, 11 ივნისს გაიმართება პირველი შეხვედრა ევროკომისიასა და საქართველოს ოფიციალური პირების დელეგაციას შორის. აი, რას ეხება ეს შეხვედრა. კომისიის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლების ქმედებები ძირს უთხრის იმ პრინციპებს, რომლებსაც ვიზალიბერალიზაცია ეფუძნება, მათ შორის ადამიანის უფლებების პატივისცემასა და დემოკრატიულ პრინციპებს. ეს ქმედებები შეუსაბამოა კავშირის ნორმებსა და ღირებულებებთან და აფერხებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ეკონომიკური, ჰუმანიტარული, კულტურული, სამეცნიერო და სხვა კავშირების სტაბილურ განვითარებას.
ეს არის ტექნიკური შეხვედრა, რომელიც იმართება შეჩერების პროცესისა და კონტექსტის ფარგლებში.” – ამბობს მარკუს ლამბერტი, ევროსკოპის ცნობით.














