გენერალი სირსკი აცხადებს, რომ მაისში უკრაინამ იმაზე მეტი ტერიტორია გაათავისუფლა, ვიდრე დაკარგა

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ოლექსანდრ სირსკიმ განაცხადა, რომ მაისის თვეში უკრაინამ თითქმის 100 კვადრატული კილომეტრით მეტი ტერიტორია გაათავისუფლა, ვიდრე დაკარგა.

“მტრის მხრიდან მუდმივი წნეხის მიუხედავად, უკრაინის შეიარაღებული ძალები ხაზს მტკიცედ ინარჩუნებენ, ანადგურებენ ოკუპანტებს და ოპერაციულ და სტრატეგიულ სიღრმეებზე მტრის წინააღმდეგ ეფექტური დარტყმები მიაქვთ. მაისში სამხედროების ძირითად შედეგებს ეს წარმოადგენს.[…] ამავდროულად, გარკვეულ ტერიტორიებზე თავდაცვის ძალები ინარჩუნებენ ინიციატივას. მაისის აქტიური ოპერაციების მიხედვით, გათავისუფლებულ და დაკარგულ ტერიტორიებს შორის მიმართება 100 კვადრატული კილომეტრია ჩვენ სასარგებლოდ. მიმდინარე წელს ჯამში  600 კვადრატული კილომეტრობით უკრაინული მიწის გათავისუფლება მოხდა.” – განმარტა უკრაინის არმიის მთავარსარდალმა.