თუ ირანი შეცდომას დაუშვებს, ძლიერ პასუხს გავცემთ – ბენიამინ ნეთანიაჰუ

“ირანი და „ჰეზბოლა“ იმაზე სუსტები არიან, ვიდრე ოდესმე.. თუ ირანი შეცდომას დაუშვებს, ძლიერ პასუხს გავცემთ”, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა

„ირანმა და „ჰეზბოლამ“ ჩვენთვის ახალი წესების დაწესება სცადეს, რაც ჩვენთვის მიუღებელია. ჩვენი გმირი მებრძოლები „ჰეზბოლას“ ანადგურებენ.[…] თუ ირანი შეცდომას დაუშვებს და ჩვენ წინააღმდეგ თავდასხმებს განაახლებს, მაშინ ჩვენ მათ ძლიერ პასუხს გავცემთ“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.