ბევრი მწერდა, რომ თამაში გაყიდული იყო.გაოცებული დავრჩი, როდესაც ილიას მიმართაც იგივე კომენტარები ვნახე – ნიკოლოზ ბასილაშვილი

“ყოველი წაგებული თამაშის შემდეგ, ბევრი მწერდა, რომ თამაში გაყიდული იყო. გაოცებული დავრჩი, როდესაც ილიას მიმართაც იგივე კომენტარები ვნახე”.- ამის შესახებ, ქართველი ჩოგბურთელი, Instagram-ის სთორიში წერს, რითიც თეთრ სახლში გამართულ, მსუბუქი დივიზიონის (70კგ) საჩემპიონო ბრძოლაში ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის დაპირისპირებას გამოეხმაურა.

ადრე ეს თემა ყოველთვის გულთან ახლოს მიმქონდა და ძალიან განვიცდიდი, მით უმეტეს, როცა ამას ქართველი მეუბნებოდა. დღეს კი გაოცებული დავრჩი, როდესაც ილიას მიმართაც იგივე კომენტარები ვნახე.

„ამ თემასთან დაკავშირებით მხოლოდ ერთხელ მაქვს კომენტარი გაკეთებული. ყოველი წაგებული თამაშის შემდეგ ბევრი მწერდა და ახლაც მწერს, რომ თამაში გაყიდული იყო.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ჩემთვის ფსონებზე მოტივირებული გულშემატკივრობა ნულის ტოლფასია“, – წერს ნიკოლოზ ბასილაშვილი.