„პროცესები მალე დასრულდება. ჩვენ რასაც ვუყურებთ, თვის ბოლოს ან აგვისტოს შუაში დასრულდება პროცესები.

სტრასბურგში ეს საქმე აუცილებლად წავა. არანაირი მტკიცებულება არ არსებობს საქმეში, არავისთან მიმართებაში. რადგან მტკიცებულებები არ არის, ჰყავთ პოლიციელები, რომლებიც გაუბედურებულ მდგომარეობაში არიან, შესაცოდები არიან ეს ადამიანები და უსინდისობას სჩადიან. არ ამბობენ რელიგიურ ფიცს, ფიქრობენ, რომ რელიგიურ ფიცს თუ არ იტყვიან ღმერთი აპატიებთ, სამოქალაქო ფიცს დებენ და შემდეგ იტყუებიან და ჰყვებიან ზღაპრებს. მოწმეებს არაფერი არ ახსოვთ და ვერაფერს კონკრეტულად ვერ და არ ამბობენ, რომ ტყუილში ვერ დავიჭიროთ, რადგან რომ თქვან, ამოვიღებთ ჩანაწერებს.

დანაშაულთან მიმართებით არცერთ პოლიციელს პატაკი არ აქვს და არ უთქვამს დანაშაული დავინახეო. პროკურატურამ როცა დაუძახა და გამოარჩია მერე გაახსენდათ. ყველაფერი შეთითხნილია“,

ამის შესახებ ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალდებულმა, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.