უკრაინელებმა აზოვის ზღვაში რუსეთის 11 ხომალდზე მიიტანეს იერიში

უკრაინის უპილოტო სისტემების ძალების დანაყოფებმა აზოვის ზღვაში იერიში კიდევ 11 რუსულ ხომალდზე მიიტანეს, –  ინფორმაციას უპილოტო სისტემების ძალების მეთაური, რობერტ მადიარ ბროვდი ავრცელებს.  უკრაინელებმა ღამით ხუთ ტანკერს, ხუთ მშრალ ტვირთმზიდსა და ერთ საბუქსირე გემს დაარტყეს.

9 დღის განმავლობაში უპილოტო სისტემების ძალების მებრძოლებმა აზოვის ზღვაში 116 გემს შეუტიეს.

ობერტ მადიარ ბროვდის განმარტებით, ეს გემები რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენენ და ნავთობი ვოლგა-დონის არხისა და აზოვის ზღვის გავლით პორტებიდან და ნავთობტერმინალებიდან შავ ზღვაში მყოფ დიდ ტანკერებამდე გადააქვთ.