ხაინდრავასთვის “მორალური ზიანის ასანაზღაურებლად” ფორმულა ₾10 000-ით დააჯარიმეს

ქართული ოცნების პროპაგანდისტისა და რეჟისორის, გოგა ხაინდრავასთვის “მორალური ზიანის ასანაზღაურებლად” ფორმულა ₾10 000-ით დააჯარიმეს.

ხაინდრავამ 21 ივნისს განაცხადა, რომ მასზე მომზადებული სიუჟეტის გამო ფორმულას უჩივლებდა.

საქმე ეხება 17 იანვარს “შაბათის ფორმულას” ეთერში გასულ სიუჟეტს, სადაც ფორმულამ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ “2016-2017 წლებში გოგა ხაინდრავას სუს-თან შეთანხმებით ინდოეთისა და პაკისტანის მოქალაქეები საქართველოში გარკვეული თანხის სანაცვლოდ შემოჰყავდა”.

პროკურატურის განცხადებით,  გოგა ხაინდრავას მიერ TV ფორმულას წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის საფუძველზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, ცრუ დასმენის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

“გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო კინორეჟისორ გიორგი (გოგა) ხაინდრავას ინტერესების დამცველი ადვოკატების განცხადება ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ გიორგი (გოგა) ხაინდრავას მიმართ დანაშაულის შესაძლო  ჩადენის ფაქტთან დაკავშირებით.საგამოძიებო ორგანოში, მოწმის სახით გამოიკითხა კინორეჟისორი გიორგი (გოგა) ხაინდრავა. ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, რომელთა შედეგების შესახებ საზოგადოებას დამატებით მიეწოდება ინფორმაცია”. – ნათქვამია განცხადებაში.