პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რადოსლავ სიკორსკი აცხადებს, რომ რუსეთი შესაძლოა უკრაინული დრონების გამოყენებით „ცრუ დროშის ოპერაციას“ ამზადებდეს.
„პუტინმა დაახლოებით ერთი თვის წინ მსგავსი რამ თქვა. მან განაცხადა: „თუ ნატო-ს წევრი ქვეყანა თავს დაგვესხმება, ვუპასუხებთ“. ამიტომ, ვვარაუდობთ, რომ ის აპირებს უკრაინული დრონების მომზადებას და მათ გამოყენებას ნატო-ს წევრ ქვეყანაზე ან რუსეთზე თავდასხმისთვის, შემდეგ კი ასეთი თავდასხმისთვის საპასუხო ზომების მიღებას გეგმავს“, – განაცხადა სიკორსკიმ.
უკრაინული მედიის ცნობით, აშშ-ში ვიზიტის დროს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაადასტურა, რომ პოლონეთი მსგავს რუსულ პროვოკაციას ელის და დასძინა, რომ შესაძლოა, ეს უკრაინული დრონების გამოყენებით განახორციელონ.















