ვლადიმერ, დროა შეჩერდე..დროა, ეს ომი დასრულდეს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Fox News-თან განაცხადა.ტრამპის განცხადებით, ფიქრობს, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ომი მისი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე დასრულდება.
„ვფიქრობ, დიახ. ვფიქრობდი, რომ ეს ყველაზე მარტივი იქნებოდა, რადგან ორივე ლიდერთან კარგი ურთიერთობა მაქვს“, – განაცხადა ტრამპმა.
ასევე, ტრამპის თქმით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ყოველთვის ერთსა და იმავეს ეუბნება.
„არ მინდა დეტალებში შევიდე, მაგრამ მე ვეუბნები: „ვლადიმერ, დროა შეჩერდე. დროა ეს ომი დასრულდეს“. ვფიქრობ, ის შეთანხმებისთვის მზად არის“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.















