როცა პირველად გამოვაცხადე სახელმწიფოს გეგმა, გვეწარმოებინა მილიონი დრონი, დიდი სკეპტიციზმი იყო – ახლა წელიწადში 10 მილიონ დრონს ვაწარმოებთ! – ზელენსკი

როცა პირველად გამოვაცხადე სახელმწიფოს გეგმა, გვეწარმოებინა მილიონი დრონი, დიდი სკეპტიციზმი იყო – ახლა წელიწადში 10 მილიონ დრონს ვაწარმოებთ!  – უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში, უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

„მახსოვს, პირველად საჯაროდ გამოვაცხადე სახელმწიფოს გეგმა: წელიწადში 1 მილიონი დრონი. ყველგან დიდი სკეპტიციზმი იყო, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ. ახლა კი შეგვიძლია განვაცხადოთ: ჩვენ წელიწადში 10 მილიონ დრონს ვაწარმოებთ. 10-ს და იქნება 20“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინა ამას პარტნიორებთან ერთად მიაღწევს.