ახალქალაქში, საკუთარ სახლში, მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ახალქალაქის  სოფელ აზავრეთში, საკუთარ სახლში, მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ადგილობრივი მედიის, სამხრეთის კარიბჭის ინფორმაციით, მამაკაცს ყელის არეში აქვს ცივი იარაღით ჭრილობა მიყენებული

შემთხვევა 14 ივლისს მოხდა.

როგორც შსს აცხადებს, მიმდინარეობს გამოძიება და შესაბამისი ექსპერტიზა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.