ვახო სანაიას 14 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილისა და დეპუტატ ვლადიმერ ბოჟაძის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო ჟურნალისტ ვახო სანაიას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად ცეკვავამ მიიღო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს პოსტზე სამართლებრივი რეაგირებისთვის შს სამინისტროში შექმნილმა, სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ მიმართა.

მსგავსი შინაარსის პოსტებისათვის სანაია მიმდინარე წლის ივლისის დასაწყისში 6 000 ლარითაც, ხოლო გასულ წელს 4 000 ლარით დააჯარიმეს.