ამ დროისთვის ორივე არის სტაბილურად – ექიმი ვერაზე დაჭრილ ახალგაზრდებზე

გუშინ ღამით,  ხორავას ქუჩაზე, პირმა ცეცხლსასროლი იარაღით 4 ადამიანი დაჭრა, მათ შორის, 2 არასრულწლოვანი. შსს-ს ცნობით ერთი არასრულწლოვანი გუშინ ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა, 2 ახალგაზრდის მდგომარეობა კი ექიმის თქმით, ამ ეტაპზე სტაბილურია

“ჩვენს კლინიკაში შემოიყვანეს ორი ახალგაზრდა ბიჭი, 17-18 წლისანი. ორივეს სჭირდებოდა ოპერაცია. ერთს დაზიანება ჰქონდა მარცხენა მხრის არეში, მეორეს – მარცხენა მტევნის არეში.
ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. ამ დროისთვის ორივენი არიან სტაბილურად. მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.” – თქვა კლინიკა ჰელსიკორის დირექტორმა მედიასთან.