თინათინ რუხაძემ კულტურის მინისტრის პოსტი დატოვა

,,ქართული ოცნების” კულტურის მინისტრმა, თინათინ რუხაძემ თანამდებობა დატოვა.

როგორც ყოფილი მინისტრი განმარტავს, გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრთან კონსულტაციის შემდეგ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მიიღო. „დამჭირდება მკურნალობის სპეციალური კურსის გავლა, რის გამოც ვერ შევძლებ დაკისრებული მოვალეობის სრულფასოვნად შესრულებას. კულტურა ისეთი სფეროა, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებასა და ზრუნვას მოითხოვს. ვწუხვარ, რომ შექმნილი ვითარება საშუალებას არ მაძლევს, სათანადო დრო დავუთმო ჩემთვის უძვირფასეს საქმეს,“ — ნათქვამია  კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ  განცხადებაში.