შსს-მ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 27 პირი დააკავა

spot_imgspot_img

შსს-მ ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 27 პირი დააკავა, კიდევ 6 პირს ბრალი წარედგინება, მათ შორის, ერთი საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდია, – ამის შესახებ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, დავით კიკნაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

“გასულ 24 საათში ე.წ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 27 პირი დააკავეს – კიდევ 6 ადამიანს კი ბრალი წარედგინება, ნაწილს პენიტენციურ დაწესებულებაში, ნაწილს კი დაუსწრებლად. მათ შორის 1 საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდია.

მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დგინდება, რომ ბრალდებულები მითითებებს საზღვარგარეთ მყოფი ე.წ კანონიერი ქურდის, მამუკა ჩხაბერიძისგან იღებდნენ და მისი დავალებების შესაბამისად მოქმედებდნენ. ისინი ერთმანეთს სისტემატურად უკავშირდებოდნენ და ე.წ ქურდულ გარჩევას ორგანიზებას უწევდნენ. ასევე დგინდება, რომ ბრალდებულები მხარეებს შორის ფინანსურ დავებს განიხილავდნენ, რა დროსაც ერთ-ერთ მხარეს მეორის, ასევე, თავიანთ სასარგებლოდ თანხის გადახდას აკისრებდნენ. კონკრეტული ვადების დარღვევის შემთხვევაში კი ფიზიკური ანგარიშსწორებითა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ.

პოლიციამ, ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მყოფ ე.წ. კანონიერ ქურდს უკავშირდებოდნენ. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციამ ასევე ამოიღო სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა”. – წერია შსს-ს განცხადებაში.

შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა, 223-ე ტერცია,  223-ე კვარტა და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

spot_imgspot_img

პოპულარული

პროკურატურა ბაჩალიაშვილის საქმეზე ხელახალი გამოძიების ჩატარების საფუძველს ვერ ხედავს

გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის საქმზე ხელახალი გამოძიების მოთხოვნა საფუძველს...

ბათუმში 21 წლის ტრანსგენდერი ქალის ცხედარი იპოვეს

ბათუმში - ორკვირიანი ძებნის შემდეგ, საცხოვრებელ სახლში რუსეთის 21...

ისლამაბადის საავადმყოფოში ხანძარს 15 ახალშობილი ემსხვერპლა

პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში, Pakistan Institute of Medical Sciences-ის (PIMS)...

რუსეთის მხრიდან ჩადენილი აბსოლუტური სისასტიკეა. ისინი უბრალოდ მონსტრები არიან. ჩვენ აუცილებლად ვუპასუხებთ – ზელენსკი

"ეს რუსეთის მხრიდან ჩადენილი აბსოლუტური სისასტიკეა. ისინი უბრალოდ მონსტრები...

გააქტიურებულან კოლექტიური სააკაშვილები.. ღარიბაშვილი არასდროს დაასხამს წყალს ქვეყნის მტრების წისქვილზე – თამაზაშვილი

"გააქტიურებულან კოლექტიური სააკაშვილები.. ღარიბაშვილი არასდროს დაასხამს წყალს ქვეყნის მტრების...

დააკავეს პირი, რომელიც ცივი იარაღის დემონსტრირებით და მუქარით, დაეუფლა უცხო ქვეყნის ორი მოქალაქის კუთვნილ ტელეფონებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში ყაჩაღობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი...

საწარმო, რომელიც უკრაინულ დრონს ვერ იგერიებს, მართვაში რუსეთის სახელმწიფოს გადაეცემა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც ითვალისწინებს...
spot_img

ყველა ამბავი

სასამართლომ სომხეთის ყოფილ პრეზიდენტ სარგსიანს ქვეყნის დატოვება აუკრძალა

ერევნის სასამართლომ ანტიკორუფციული კომიტეტის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და სერჟ სარგსიანს ქვეყნიდან გაუსვლელობის ვალდებულება შეუფარდა. სომხეთის ყოფილ პრეზიდენტს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად...

ფრანკფურტის აეროპორტის ორი თანამშრომელი მალარიით გარდაიცვალა

ივლისის შუა რიცხვებიდან მაინის ფრანკფურტში მალარიით ინფიცირების 6 შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან 2 ლეტალურად დასრულდა. სავარაუდოდ, აეროპორტის თანამშრომლებს დაავადების გავრცელების...

მაისურზე დატანილი წარწერის გამო შოთა ოდიშვილს 15-დღიანი პატიმრობა შეეფარდა

მაისურზე წარწერის გამო დაკავებულ შოთა ოდიშვილს მოსამართლე ნინო ენუქიძემ 15-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. როგორც   ოდიშვილის ადვოკატმა, გიორგი ტაბატაძემ განაცხადა, ის...

ავჭალაში 17 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს

ავჭალაში, შემოვლითი რკინიგზის გაუქმებული ხიდთან 17 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს. ოჯახის ადვოკატი, ნანა ფარჩუკაშვილი აცხადებს, რომ ისინი თვითმკვლელობას გამორიცხავენ."არანაირ ცუდ...

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაკარგულად ითვლება

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მძიმე სტიქიურმა მოვლენამ ფართომასშტაბიანი ნგრევა გამოიწვია - ძლიერი უეცარი წყალდიდობისა და ღვარცოფის შედეგად განადგურებულია შენობები, გზები, ხიდები...

ოკუპანტი სახელმწიფო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებს „დამოუკიდებლობას“ ულოცავს

2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთმა მის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა. დღეს...

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება საქართველოს ინტერესებშია – ჯიოევი

"აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება საქართველოს ინტერესებშია" - განაცხადა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლემა, ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა...

ზელენსკის თქმით, უკრაინელებმა ერთ დღეში რუსეთში 16 სამიზნეს დაარტყეს

უკრაინის მეთაურის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით,  უკრაინულმა ძალებმა გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში 16 სამიზნეს დაარტყეს, მათ შორის ნავთობის ინფრასტრუქტურას, აეროდრომებს,...

პროფესიულ სასწავლებლებში რეგისტრაცია 21 სექტემბრიდან დაიწყება

პროფესიულ სასწავლებლებში რეგისტრაცია 21 სექტემბრიდან დაიწყება. კონკურსში მონაწილეობა იმ აბიტურიენტებსაც შეუძლიათ, რომლებიც ეროვნული გამოცდების შედეგებით უმაღლეს სასწავლებლებში ვერ ჩაირიცხნენ,...

შსს-მ თბილისში 4 პირი დააკავა, რომლებმაც სწრაფი ჩარიცხვის აპარატების მოპარვა სცადეს

თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის მცდელობის ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით...

ისლამაბადის საავადმყოფოში ხანძარს 15 ახალშობილი ემსხვერპლა

პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში, Pakistan Institute of Medical Sciences-ის (PIMS) საავადმყოფოში გაჩენილ ხანძარს მინიმუმ 15 ახალშობილი ემსხვერპლა. ინფორმაციას Reuters ადგილობრივ...

80 წლის ასაკში დოლი პარტონი გარდაიცვალა

ამერიკელი მომღერალი და მსახიობი დოლი პარტონი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია მისმა დისშვილმა და დაცვის ყოფილმა უფროსმა, ბრაიან სივერმა,...