სტატისტიკის ეროვნული სამსახურის უახლესი მონაცემებით, ივლისში ქვეყანაში წლიურმა ინფლაციამ 5.5% შეადგინა.
ფასის ყველაზე მკვეთრი, 14%-იანი მატება ტრანსპორტის ჯგუფში დაფიქსირდა. მას მოჰყვება საცხოვრებლის, წყლის, ელექტროენერგიისა და აირის ჯგუფი 8.3%-იანი მატებით. ყოველდღიური მოხმარების სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ფასებმა საშუალოდ 4.9%-ით აიწია, ხოლო ჯანმრთელობის დაცვის სფეროში ზრდამ 4.7% შეადგინა.
მომხმარებლებისთვის საგრძნობლად მოიმატა ფასებმა ყოველდღიურ პროდუქტებსა და მომსახურებაზეც. იმ კონკრეტული პროდუქტების ჩამონათვალი, რომლებზეც ფასის ცვლილება ყველაზე თვალსაჩინო აღმოჩნდა, ასეთია:
- წიწაკა: +58%;
- საზამთრო: +56%;
- გაზეთი: +41%;
- დიზელის საწვავი: 36%;
- ქორწინების 958 სინჯის ოქროს ბეჭედი: 35%;
- მსხალი: 35%;
- კიტრი: +35%;
- ხახვი: +30%;
- ბენზინი – 23%.
მიუხედავად საერთო ინფლაციური ფონისა, სტატისტიკაში არის ისეთი მიმართულებებიც, სადაც ფასების კლება დაფიქსირდა:
- ნიორი: -31.6%;
- მანდარინი: -31%;
- ინტერნეტის გადასახდელი: -22%;
- ფორთოხალი: -21%;
- ლიმონი: -21%;
- კარტოფილი: -18%;
- კივი: -18% ;
- ტელევიზორი: -17%;
- მაცივარი: -17.11%;
- სარეცხი მანქანა: -15%















