“გუდაურში იგეგმება ახალი ტრასებისა და საბაგიროს მოწყობა” – “ქართული ოცნების” პრემიერის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მომდევნო ზამთრის სეზონისთვის გუდაურში ახალი პროექტების განხორციელება იგეგმება.
“ამ სეზონისთვის გუდაურში იგეგმება მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება, მათ შორის შედის სასრიალო ტრასების ხელოვნური გათოვლიანების სისტემით აღჭურვა, ჯამური სიგრძე შესაბამისი ტრასების შეადგენს 7 500 მეტრს, ასევე სნოუპარკის არეალში დაგეგმილია 2 ახალი, ბიგელის ტიპის საბაგიროს მონტაჟი, საერთო სიგრძე არის 1 400 მეტრი, ასევე დაგეგმილია ბავშვებისთვის 200 მეტრი სიგრძის გადახურული მოძრავი ხალიჩის მონტაჟი, ამასთან ერთად დაგეგმილი გვაქვს 2 ახალი სასრიალო ტრასის მოწყობა, საერთო სიგრძე არის 6 კილომეტრი და ასევე დაგეგმილია გუდაურას ტრასის აღჭურვა ღამის განათებით.” – განაცხადა კობახიძემ სხდომაზე.



