12 წლის წინ დაკარგული გურამ დადიანის დედის ადვოკატის, ტარიელ კაკაბაძის თქმით, მან უკვე იცის იმ FB მომხმარებლის IP მისამართი, ვინც სოფო ბიბილაშვილს დაუწერა — ,,დედა ცოცხალი ვარ”
“დედა, ცოცხალი ვარო, ვინც დაპოსტა, რომელი ქვეყნიდან, მისი IP უკვე გარკვეული მაქვს, პირდაპირ გეუბნებით. არ მინდა ამის გამხელა, ხელი მეშლება გამოძიებაში” — აცხადებს ტარიელ კაკაბაძე ტვ პირველთან სატელეფონო საუბრისას
შეგახსენებთ, რომ 12 წლის წინ გაუჩინარებული გურამ დადიანიძის Facebook-გვერდზე გუშინ ღამით ოსურ ენაზე პოსტი გამოქვეყნდა.
“მოვიდა დრო” [ასევე ითარგმნება, როგორც: “ჩვენ დრომდე”, “წამოვიდა დროზე”] – წერია Facebook-ის პოსტზე.
ვინ დაწერა აღნიშნული პოსტი, ამ დროისთვის უცნობია. დადიანიძის ოჯახის ახლობლები შინაგან საქმეთა სამინისტროს ფაქტის გამოძიებისკენ მოუწოდებენ.



