რუსთაველზე, XIX საუკუნის ძველი “გარეთუბნის” კოლექტორების სისტემა აღმოაჩინეს

spot_imgspot_img

რუსთაველის გამზირზე, სამუშაოების მიმდინარეობისას თავისუფლების მოედნის მეტროსა და საქართველოს ეროვნული მუზეუმს შორის მონაკვეთში აღმოჩენილი იქნა,  სავარაუდოდ XIX საუკუნის ძველი “გარეთუბნის” კოლექტორების სისტემა. ინფორმაციას, მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის განცხადებას ავრცელებს.

“გვსურს გამოვეხმაუროთ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სამუშაო პროცესს. როგორც უკვე ცნობილია 23 ივლისს დედაქალაქის მთავარი გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო (სამუშაოების შემსრულებელი კომპანია სმარტ სოლუშენსი).

სამუშაოების მიმდინარეობისას თავისუფლების მოედნის მეტროსა და საქართველოს ეროვნული მუზეუმს შორის მონაკვეთში აღმოჩენილი იქნა აგურის წყობები, სავარაუდოდ XIX საუკუნის ძველი “გარეთუბნის” კოლექტორების სისტემა, ასევე ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით სავარაუდოდ X-XI საუკუნეების უამრავი კერამიკული ჭურჭელი. აღნიშნულ მონაკვეთში სამუშაოები უკვე შეჩერებულია, თუმცა აქამდე უცნობია იგეგმება თუ არა გამოვლენილი ფენების შესწავლა და რა ბედი ელით სამომავლოდ.

ასევე დღემდე უცნობია იმ სპეციალისტის ან სპეციალისტთა ჯგუფის ვინაობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) რომელიც კანონის შესაბამისად არქეოლოგიურ ზედამხედველობას უნდა ახორციელებდეს სარეაბილიტაციო სამუშაოებზე.

“მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის” მიესალმება ყველა იმ პროექტს რომელიც დედაქალაქის იერსახის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად,თუმცა ამავდროულად ძალიან მნიშვნელოვანია სამუშაო პროცესში დაცული იყოს კანონი “კულტურული მემკვიდრეობის შესახებ”(თავიIII,მუხლი10)

“მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის” მიმართავს კულტურის სამინისტროს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს და დედაქალაქის მერიას. დაიწყონ კონსულტაციები, კანონით განსაზღვრულ ვადებში რუსთაველის გამზირზე გამოვლენილი არქეოლოგიური ფენებისა თუ არტეფაქტების შესასწავლად და პროექტის მიმდინარეობისას არქეოლოგიური საზედამხედველო პროცესის უკეთ კოორდინირებისთვის”. – წერს მოძრაობა.

spot_imgspot_img

პოპულარული

რუსეთთან დაკავშირებულმა ჰაკერებმა 50 კომპანიის გატეხვის შესახებ განაცხადეს

ჰაკერულმა დაჯგუფება Cl0p-მა, რომელსაც მედიაში რუსეთთან აკავშირებენ, განაცხადა, რომ...

ღარიბაშვილის განცხადების შინაარსი არის უბადრუკი, უაზრო და ყოველგვარ ლოგიკას მოკლებული – ვოლსკი

"ღარიბაშვილის განცხადების შინაარსი არის უბადრუკი, უაზრო და ყოველგვარ ლოგიკას...

დონალდ ტრამპმა ჰორმუზის სრუტეს „აშშ-ის ახალი ტერიტორია“ უწოდა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გეოპოლიტიკური დაძაბულობის ახალი ტალღა გამოიწვია,...

ოპერაცია კოდური სახელით „Forrest Gump“: ჩხრეკები და კორუფციული სქემა უკრაინაში

19 აგვისტოს დილით უკრაინის კორუფციასთან ბრძოლის ეროვნულმა ბიურომ (НАБУ)...

ნოვოროსიისკის სამივე მარცვლეულის ტერმინალის მუშაობა შეჩერებულია

ნოვოროსიისკის პორტის მარცვლეულის ტერმინალმა КСК–მ თანამშრომლებისა და ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების...

შამანი, რომელიც კრემლიდან პუტინის „განდევნას“ გეგმავდა, სასამართლომ ისევ ფსიქიატრიულში დატოვა

იაკუტიის სასამართლომ ძალაში დატოვა გადაწყვეტილება ცნობილი იაკუტელი შამანის, ალექსანდრ...

უცხო ქვეყნის 67 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უცხო ქვეყნის 67 მოქალაქე საქართველოდან...

იტალიის მუზეუმიდან რენესანსის ეპოქის ოთხი ნახატი მოიპარეს

სიცილიის ერთ-ერთი მუზეუმიდან შაბათს რენესანსის ეპოქის ოთხი ნახატი მოიპარეს,...
spot_img

ყველა ამბავი

ღარიბაშვილის განცხადების შინაარსი არის უბადრუკი, უაზრო და ყოველგვარ ლოგიკას მოკლებული – ვოლსკი

"ღარიბაშვილის განცხადების შინაარსი არის უბადრუკი, უაზრო და ყოველგვარ ლოგიკას მოკლებული " - ამის შესახებ ჟურნალისტებს "ქართული ოცნების" პირველმა ვიცე-სპიკერმა...

პატიმრობაში მყოფი კაცია… – მდინარაძე ღარიბაშვილზე

პატიმრობაში მყოფი კაცია და ვფიქრობ, ჩემი სიტუაციიდან მთლად სწორი არ იქნება რაღაც შეტევაზე გადასვლა... როდესაც პირადად მე და ხელისუფლების...

ოპერაცია კოდური სახელით „Forrest Gump“: ჩხრეკები და კორუფციული სქემა უკრაინაში

19 აგვისტოს დილით უკრაინის კორუფციასთან ბრძოლის ეროვნულმა ბიურომ (НАБУ) და სპეციალიზებულმა ანტიკორუფციულმა პროკურატურამ (САП) ჩხრეკა ჩაატარეს პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის...

აღმოჩენილ არტეფაქტებზე ინფორმაცია მივაწოდეთ სააგენტოს – მერია

თბილისის მერია რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის დროს, მეტროსადგურ "თავისუფლების მოედანსა" და საქართველოს ეროვნულ მუზეუმს შორის არსებულ საგზაო მონაკვეთში, აგურის წყობებისა და კერამიკული...

“დედა ცოცხალი ვარო, ვინც დაპოსტა, მისი IP მისამართი უკვე გარკვეული მაქვს! – გურამ დადიანის დედის ადვოკატი

12 წლის წინ დაკარგული გურამ დადიანის დედის ადვოკატის, ტარიელ კაკაბაძის თქმით, მან უკვე იცის იმ FB მომხმარებლის IP მისამართი,...

3 ოქტომბრის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ცესკოს “ლელო – ძლიერმა საქართველომ” და “ქართულმა ოცნებამ” მიმართა

მიმდინარე წლის 3 ოქტომბრის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის მიღების მიზნით ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ორმა პოლიტიკურმა სუბიექტმა - „ლელო - ძლიერმა...

დღეს ჩემი შეტყობინება წაკითხულია! ვინ ხარ რა ხდება?!- 12 წლის წინ დაკარგული გურამ დადიანიძის ბიძაშვილი

“დღეს ჩემი შეტყობინება წაკითხულია. ვინ ხარ? რა ხდება?“ - წერს 12 წლის წინ დაკარგული გურამ დადიანიძის ბიძაშვილი, ანი დადიანიძე...

უკრაინელეებმა რუსეთის რეგიონებზე მორიგი იერიში მიიტანეს

უკრაინულმა დრონებმა 19 აგვისტოს ღამით რუსეთის ბაშკირეთის დედაქალაქ უფაში სამრეწველო ობიექტებს დაარტეს. ინფორმაციას, ბაშკირეთის ხელმძღვანელი რადი ხაბიროვი ავრცელებს.მისი თქმით,...

აშშ-მა ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტსა და უფროს პროკურორს სანქციები დაუწესა

აშშ-ის მთავრობამ ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს (ICC) პრეზიდენტ ტომოკო აკანესა და უფროს პროკურორ აბდულაი სეიეს სანქციები დაუწესა. „ეს პირები...

„დემოკრატია რუსეთის მძევალი ვერ იქნება“ — უკრაინის თავდაცვის ყოფილი მინისტრი ფედოროვი არჩევნების ჩატარებას ითხოვს და ხელისუფლებას აკრიტიკებს

უკრაინის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა მიხაილო ფედოროვმა განაცხადა, რომ არჩევნების ჩატარების გზა ომის პირობებშიც უნდა მოიძებნოს და ქვეყნის მოქმედი ხელისუფლების...

„მთელი სიმართლე დიანას შესახებ – მისი ძმის თვალით“ – ჩარლზ სპენსერმა თავის დას, პრინცესა დიანას, წიგნი მიუძღვნა.

ბრიტანეთის პრინცესა დიანას ძმამ, გრაფმა ჩარლზ სპენსერმა განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება მისი მოგონებების წიგნი დაზე, რომელიც თითქმის 30...

წერილი მამუკა მდინარაძემ გამომიგზავნა. იძულებულს მხდიან, დავიწყო ბრძოლა.. – ღარიბაშვილი

ივლისში მივიღე ჩემს მიერ გუშინ გამოქვეყნებული წერილი, რომელიც გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ, - ამის შესახებ ნათქვამია წერილში, რომელსაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი...