საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კავშირზეა ნეპალში მყოფ საქართველოს რამდენიმე მოქალაქესთან, რომლებიც უსაფრთხოდ იმყოფებიან, – ამის შესახებ საგარეო საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კავშირზეა ნეპალში მყოფ საქართველოს რამდენიმე მოქალაქესთან, რომლებიც უსაფრთხოდ იმყოფებიან. ამ დრომდე, სტიქიის ზონაში საქართველოს მოქალაქეების ყოფნის შესახებ სამინისტროში ინფორმაცია არ შემოსულა. საგარეო საქმეთა სამინისტრო კავშირზეა შესაბამის უწყებებთან“, – განუცხადეს ინტერპრესნიუსს, საგარეო საქმეთა სამინისტროში.
ნეპალში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 359-მდე გაიზარდა. 900-ზე მეტი ადამიანი დაკარგულად ითვლება – მათი უმეტესობა უცხო ქვეყნის მოქალაქეა.



