პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავა.
პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულმა მოიპოვა და უკანონოდ ინახავდა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველ მასალას.
მოგვიანებით კი ეს მასალა სოციალური ქსელის საშუალებით გაუგზავნა დაზარალებულის მეუღლეს.
დაკავებულს ბრალად ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო შენახვა და გავრცელება) ჩადენილი დანაშაული, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.



