ბათუმში ინასარიძის ქუჩაზე ერთ-ერთი კორპუსის მერვე სართულიდან 2 წლის ბავშვი გადმოვარდა. ინფორმაციას აჭარა თაიმსი ავრცელებს. ადგილობრივების ინფორმაციით, ბავშვი ადგილზე გარდაიცვალა. მათივე თქმით, მცირეწლოვანი უცხო ქვეყნის მოქალაქე იყო.
როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში „ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.



