პოპულარული შაქრის შემცვლელების გავლენა შესაძლოა მომავალ თაობებსაც გადაეცეს–კვლევა

თაგვებზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ პოპულარული დამატკბობლები, სუკრალოზა და სტევია ნაწლავის მიკრობიომსა და მეტაბოლიზმთან დაკავშირებულ პროცესებს ცვლის. ზოგიერთი ეფექტი იმ შთამომავლებშიც დაფიქსირდა, რომლებსაც ეს ნივთიერებები საერთოდ არ მიუღიათ.

შაქრის ნაცვლად სუკრალოზისა თუ სტევიის გამოყენება ხშირად უფრო ჯანსაღ არჩევანად აღიქმება, რადგან ისინი ტკბილ გემოს თითქმის კალორიების გარეშე გვაძლევს. თუმცა თაგვებზე ჩატარებული ახალი კვლევა აჩვენებს, რომ ამ ორი პოპულარული შაქრის შემცვლელის გავლენა შესაძლოა გაცილებით ხანგრძლივი იყოს, ვიდრე აქამდე გვეგონა — და ზოგიერთ შემთხვევაში მომავალ თაობებშიც კი გამოჩნდეს.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ სუკრალოზამ და სტევიამ შეცვალა თაგვების ნაწლავის მიკრობიომი, შეამცირა სასარგებლო ბაქტერიული ნივთიერებების გამომუშავება და გავლენა მოახდინა მეტაბოლიზმსა და ანთებასთან დაკავშირებული გენების აქტივობაზე. ცვლილებების ნაწილი იმ შთამომავლებშიც აღმოაჩინეს, რომლებსაც თავად შაქრის შემცვლელები არასოდეს მიუღიათ.

კვლევის წამყვანი ავტორი, ჩილეს უნივერსიტეტის მკვლევარი ფრანსისკა კონჩა სელუმე ამბობს, რომ ყურადღება მიიქცია ერთმა წინააღმდეგობრივმა გარემოებამ: შაქრის შემცვლელების მოხმარება სულ უფრო იზრდება, მაგრამ სიმსუქნისა და ისეთი მეტაბოლური დარღვევების გავრცელება, როგორიცაა ინსულინრეზისტენტობა, არ მცირდება.

მისი თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ ამ პრობლემებს სწორედ შაქრის შემცვლელები იწვევს. თუმცა ჩნდება კითხვა, ხომ არ მოქმედებს მათი რეგულარული მოხმარება მეტაბოლიზმზე ისეთი გზით, რომელიც მეცნიერებისთვის ჯერ სრულად ცნობილი არ არის.

რა აჩვენა ექსპერიმენტმა

მკვლევრებმა 47 მამრი და მდედრი თაგვი სამ ჯგუფად დაყვეს. ერთი ჯგუფი ჩვეულებრივ წყალს იღებდა, მეორე — სუკრალოზიან წყალს, მესამე კი — სტევიიანს. გამოყენებული რაოდენობები შეირჩა ისე, რომ ადამიანის ჩვეულებრივ რაციონში რეალისტურ მოხმარებასთან ყოფილიყო მიახლოებული.

შემდეგ თაგვები გაამრავლეს და კიდევ ორი თაობა შეისწავლეს. მნიშვნელოვანია, რომ ამ შთამომავლებს უკვე მხოლოდ ჩვეულებრივ წყალს აძლევდნენ — ანუ მათ სუკრალოზა და სტევია უშუალოდ არ მიუღიათ.

მეცნიერები აკვირდებოდნენ, როგორ არეგულირებდა ორგანიზმი სისხლში გლუკოზას, რა ხდებოდა ნაწლავის მიკრობიომში და როგორ იცვლებოდა ღვიძლსა და ნაწლავებში იმ გენების აქტივობა, რომლებიც მეტაბოლიზმს, ანთებასა და ნაწლავის დამცავი ბარიერის ფუნქციას უკავშირდება.

ორივე შაქრის შემცვლელის შემთხვევაში შემცირდა მოკლეჯაჭვიანი ცხიმოვანი მჟავების რაოდენობა. ამ ნივთიერებებს ნაწლავის ბაქტერიები წარმოქმნიან და ისინი ორგანიზმისთვის მნიშვნელოვან პროცესებში, მათ შორის მეტაბოლიზმისა და გენების რეგულირებაში მონაწილეობს.

საინტერესოა, რომ მათი დაბალი დონე მხოლოდ იმ თაგვებში არ აღმოჩნდა, რომლებიც სუკრალოზასა და სტევიას უშუალოდ იღებდნენ — ცვლილება მომდევნო თაობებშიც დაფიქსირდა.

სუკრალოზის გავლენა უფრო ძლიერი აღმოჩნდა

ორი შაქრის შემცვლელი ორგანიზმზე ერთნაირად არ მოქმედებდა. უფრო მკვეთრი და ხანგრძლივი ცვლილებები სუკრალოზასთან იყო დაკავშირებული.

სუკრალოზის მიმღებ თაგვებში ნაწლავის მიკრობიომის შემადგენლობა მნიშვნელოვნად შეიცვალა: გაიზარდა ზოგიერთი პოტენციურად პათოგენური ბაქტერიის რაოდენობა და შემცირდა სასარგებლო სახეობები.

ამავე დროს გაიზარდა ანთებასთან დაკავშირებული გენების აქტივობა და შემცირდა მეტაბოლიზმთან დაკავშირებული ზოგიერთი გენის აქტივობა. ამ ცვლილებების ნაწილი საწყისი ზემოქმედებიდან ორი თაობის შემდეგაც კი ჩანდა.

სტევიამაც მოახდინა გავლენა გენების აქტივობასა და ნაწლავის მიკრობიომზე, თუმცა მისი ეფექტი უფრო სუსტი იყო და დიდხანს არ შენარჩუნებულა.

განსხვავებები სისხლში გლუკოზის რეგულაციაშიც გამოჩნდა. პირველ თაობაში გლუკოზის ტოლერანტობის გაუარესების ნიშნები მხოლოდ იმ მამრ თაგვებში დაფიქსირდა, რომლებიც სუკრალოზის მიმღები მშობლების შთამომავლები იყვნენ.

მეორე თაობაში კი უზმოზე სისხლში გლუკოზის მომატებული დონე აღმოჩნდა როგორც სუკრალოზის ჯგუფის მამრ შთამომავლებში, ასევე სტევიის ჯგუფის მდედრებში.

კვლევის ავტორები ხაზს უსვამენ, რომ თაგვებს დიაბეტი არ განვითარებიათ. აღმოჩენილი ცვლილებები უფრო ადრეული ბიოლოგიური ნიშნებია, რომლებიც შესაძლოა გარკვეულ პირობებში — მაგალითად, ცხიმის მაღალი შემცველობის კვების დროს — მეტაბოლური დარღვევების მიმართ ორგანიზმის მგრძნობელობას ზრდიდეს.

ნიშნავს თუ არა ეს, რომ სტევია და სუკრალოზა საშიშია?

ჯერ — არა. მკვლევრები თავად გვაფრთხილებენ, რომ კვლევა თაგვებზე ჩატარდა და მისი შედეგების ადამიანებზე პირდაპირ გადატანა არ შეიძლება.

კვლევამ აჩვენა კავშირი შაქრის შემცვლელების მოხმარებასა და ნაწლავის მიკრობიომის, გლუკოზის რეგულაციისა და გენების აქტივობის ცვლილებებს შორის, მაგრამ არ ამტკიცებს, რომ ყველა ეს ცვლილება უშუალოდ სუკრალოზამ ან სტევიამ გამოიწვია.

მით უფრო, კვლევა არ ამბობს, რომ ამ ნივთიერებების მოხმარება აუცილებლად გამოიწვევს დიაბეტს, სიმსუქნეს ან სხვა დაავადებას.

„ამ კვლევის მიზანი განგაშის გამოწვევა არ არის, არამედ იმის ჩვენება, რომ საკითხი დამატებით შესწავლას საჭიროებს“, — ამბობს კვლევის წამყვანი ავტორი ფრანსისკა კონჩა სელუმე. მისი თქმით, მანამდე კი გონივრული შეიძლება იყოს ასეთი შაქრის შემცვლელების ზომიერად მოხმარება და მათი გრძელვადიანი ბიოლოგიური ეფექტების კვლევის გაგრძელება.

პოპულარული

არც ტრამპს, და არც სხვა ვინმეს მსოფლიოში არ შეუძლია უკრაინის პრეზიდენტის არჩევა

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, გადადგომას არ აპირებს, რადგან...

ადრე თუ გვიან, მოუწევთ, ოცნებას ესაუბრონ – მაჭავარიანი EU-ზე

ბრიუსელის მმართველი ელიტა ისევ გაბუტვის რეჟიმში რჩება, იქიდან გამომდინარე,...

ვატო ყიფიანი და “კაწრო” ბრალს არ აღიარებენ და დუმილის უფლებით სარგებლობენ

ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული ვახტანგ ჟვანია (იგივე ვატო ყიფიანი),...

„საქართველო ივანიშვილის გარეშე! ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს!“: ოპოზიციის ალიანსი

„საქართველო ივანიშვილის გარეშე! ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს!“ - ოპოზიციის...

პენიტენციურის თანამშრომლის ფიზიკური შეურაცხყოფისთვის 3 მსჯავრდებულს ბრალდება წარედგინა

პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებზე 3 მსჯავრდებულს ბრალდება...

არგენტინიდან საქართველოში ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულში ბრალდებულის ექსტრადირება განხორციელდა

საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, არგენტინის რესპუბლიკიდან საქართველოში ტრანსნაციონალურ...

უკრაინული მხარის ინფორმაციით, SpaceX-მა უკრაინაში Starlink-ის სამხედრო ვერსიის მუშაობა შეზღუდა

უკრაინული მხარის ინფორმაციით, „სპეისიქსმა“ უკრაინაში სატელიტური კავშირის სისტემა „სტარლინკის“...

მოვითხოვ დავესწრო პროცესს და მოღალატეებს პირში ვუთხრა სათქმელი – ხაბეიშვილი ბათუმში ბადრაგირებასითხოვს

ენმ-ის  პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, პატიმრობაში მყოფი ლევანი ხაბეიშვილი  ბათუმში ბადრაგირებას...

ყველა ამბავი

ევროკავშირის ხელმძღვანელობამ უკრაინას მხარდაჭერის გაგრძელება აღუთქვა

ევროკავშირი არ აპირებს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნას ომის დასრულებამდე და გააგრძელებს უკრაინისთვის სამხედრო და ფინანსური დახმარების გაწევას, განაცხადეს...

რამდენიმე პარტია კი არ იკრძალება, დე-ფაქტო პოლიტიკური საქმიანობა ეკრძალება სოციუმის დიდ ჯგუფს – ჯაფარიძე

რამდენიმე პარტია კი არ იკრძალება, დე-ფაქტო პოლიტიკური საქმიანობა ეკრძალება სოციუმის საკმაოდ დიდ ჯგუფს, რომელიც უკანასკნელი წლების განმავლობაში რაიმე ფორმით...

კობახიძე-ფეზეშქიანის შეხვედრა: ირანის პრეზიდენტმა საქართველოსთან ურთიერთობების განსამტკიცებლად მკაფიო ჩარჩოები მოითხოვა

ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშკიანმა საქართველოსთან ურთიერთობების განსამტკიცებლად მკაფიო ჩარჩოები და დროში გაწერილი სამოქმედო გეგმა მოითხოვა - ამის შესახებ ნათქვამია...

“ადამიანურ ენაზე: ტვ “იმედიდან” მამუკა მდინარაძე ამოშანთეს“ – გვარამია

„იმედის“ წილი ნათია სონღულაშვილისთვის (საინფორმაციოს უფროსი) ჩამოურთმევიათ და მაგდა ანიკაშვილისთვის გადაუფორმებიათ - ადამიანურ ენაზე: „ტვ იმედიდან“ მამუკა მდინარაძე ამოშანთეს,...

გიორგი კირვალიძე იზოლატორის დატოვებისას ისევ დააკავეს

4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებული, სპორტსმენი გიორგი კირვალიძე 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის ვადის ამოწურვის შემდეგ, გურჯაანის იზოლატორის დატოვებისთანავე დააკავეს. როგორც მის...

TV იმედის მფლობელი მაგდა ანიკაშვილიც გახდა – სამმა ყოფილმა მფლობელმა წილი გაასხვისა

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ "იმედის მფლობელი კომპანიის მეწილეების ცვლილება დღეს, 16 ოქტომბერს დაარეგისტრირა. ინფორმაციას BMG ავრცელებს.  ცვლილების თანახმად ტელეკომპანია იმედის 100%-იანი...

ევროკავშირი წყვეტს ხელისუფლების დაფინანსებას და მხარდაჭერას მოსახლეობისკენ მიმართავს

საქართველოში დემოკრატიული პროცესების უკუსვლის გამო, ევროკავშირი აღარ აფინანსებს საქართველოს ხელისუფლებას, თუმცა განვაგრძობთ საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერას - ამის შესახებ განცხადებას...

ირაკლი კობახიძე ირანის პრეზიდენტს შეხვდა

"ქართული ოცნების" პრემიერი, ირაკლი კობახიძე ერევანში, ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტს, მასუდ ფეზეშქიანს შეხვდა."შეხვედრაზე, რომელიც გაეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის...

2025 წელს „იმედის“ წილი ნაციონალური ტელევიზიებისთვის განკუთვნილ საბიუჯეტო კონტრაქტებში 65.21% იყო – MDF

 მედიის განვითარების ფონდის (MDF) ახალი კვლევის მიხედვით, 2025 წელს საქართველოში სატელევიზიო რეკლამიდან მიღებული შემოსავლების თითქმის 83% სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის...

ვატო ყიფიანი და “კაწრო” ბრალს არ აღიარებენ და დუმილის უფლებით სარგებლობენ

ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული ვახტანგ ჟვანია (იგივე ვატო ყიფიანი), "კაწრო" ავთანდილ ბილანიშვილი  და შოთა ყიფიან ბრალს არ აღიარებენ და  დუმილის...

CNN: აშშ-მა შესაძლოა ირანის წინააღმდეგ „ყველა ბომბის დედა“ გამოიყენოს

ამერიკელმა სამხედროებმა დარტყმების ახალი გეგმები შეიმუშავეს, რომლებიც ირანის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურისა და ბირთვული ობიექტების გასანადგურებლად ე.წ. „ყველა ბომბის დედის“ შესაძლო...

Bloomberg-ის წყაროები: დიდი ბრიტანეთი ზამთრამდე უკრაინას დამატებით Storm Shadow-ის რაკეტებს გაუგზავნის

გაერთიანებული სამეფო უკრაინას დამატებით Storm Shadow-ის ფრთოსან რაკეტებს მიაწვდის, რათა ზამთრის დადგომამდე უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე რუსეთის თავდასხმები ჩაშალოს, იუწყება...