ვფიქრობ, სურს, რევოლუციურ პროცესებში წვლილი შეიტანოს, რათა შემდეგ, იქნებ დივიდენდი მიიღოს – ვოლსკი ღარიბაშვილზე

“ვფიქრობ, სურს, რევოლუციურ პროცესებში წვლილი შეიტანოს, რათა შემდეგ, იქნებ დივიდენდი მიიღოს”-ამის შესახებ “ქართული ოცნების” პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მორიგ წერილს გამოეხმაურა.

 

“აბსურდია, რასაც ირაკლი ღარიბაშვილი ამტკიცებს და იმდენად სუსტი არგუმენტებია, რომ ვერ წარმომიდგენია, რომ ეს მის თავში დაიბადა – ვფიქრობ, სურს რევოლუციურ პროცესებში წვლილი შეიტანოს, რათა რევოლუციის შემდეგ, იქნებ რაღაც დივიდენდი მიიღოს. […] რაც შეეხება კითხვას, თუ რას ემსახურება წერილი – ამას ალბათ, ორი მიზეზი აქვს. ერთი, რომ თავი დაიცვას და პოლიტიკური ქოლგის ქვეშ აღმოჩნდეს, და მეორე – ის, რომ, რაც შეიძლება მეტი ზარალი მიაყენო იმ ხელისუფლებას, რომლის ლიდერი ერთი პერიოდი შენ თვითონ იყავი, მაგრამ დღეს სააშკარაოზე გამოგიყვანა როგორც დამნაშავე. ადამიანმა რომ თავი მოიკლა დადასტურებულია, სამწუხაროა, მაგრამ არავითარი კავშირი ამ ვითარებასთან არ შეიძლება ჰქონდეს. ეს ყველასთვის ცნობილია. აქედან გამომდინარე, ამ თემების გამოყენება, წამოწევა, ჩემთვის ძალიან დიდ სინანულს უკავშირდება, მაგრამ ამავე დროს არ აქვს არანაირი ფასი – არც პროპაგანდისტული თვალსაზრისით და მით უმეტეს, არც სამართლებრივად არანაირ კონტექსტში არ ჯდება. არაა გამორიცხული ვერსია, რომ შეცდომაშია შეყვანილი. შეიძლება ვიღაც ჰპირდება, რომ თუკი იგი ამ მიმართულებით გააგრძელებს თავის ბრძოლას, ეს დაეხმარება ქვეყანაში რევოლუციური პროცესის განვითარებას და შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილი აქედან რაღაც დივიდენდს მიიღებს – პოვებს თავისუფლებას და დაივიწყებენ იმ დანაშაულს, რომელიც რეალურად აქვს ჩადენილი. მე ამას ვუშვებ, რომ ვიღაცამ დაარწმუნა, რომ ეს გზა შეიძლება მისთვის იყოს სტრატეგიულად გამართლებული. შეიძლება „ჭკვიანმა ადამიანმა“, თუნდაც, თავისმა ადვოკატმა, მრჩეველმა მისცა ასეთი მოსაზრება რომ „დაუპირისპირდი, ჩაერთე ამ რევოლუციურ პროცესში ამ განცხადებებით, შექმენი კონსპირაციის შავი სურათი, რომ ვიღაცამ თავი ჩამოიხრჩო, დანაშაულები ხდება“, თითქოს, თვითონ არაფერი ჩაუდენია. ალბათ, ვიღაცამ უთხრა, ნაცვლად იმისა რომ ახსნა, ეს სიმდიდრე საიდან, რატომ, რა გზით მოიპოვა, შეტევაზე გადადი. ან შეიძლება, მის თავში ჩამოყალიბდა ეს სტრატეგია.მე ვფიქრობ, ემოციურად ყველაზე რთულად გადასატანი ეს მაინც ბიძინა ივანიშვილისთვის არის, ვიდრე ნებისმიერი ჩვენგანისთვის,“ – განაცხადა ვოლსკიმ.

პოპულარული

რა ხდება ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე — სტიქიის შემდეგ ახალი წყალდიდობის საფრთხეა

ნეპალში, ტიბეტის საზღვართან ახლოს, უეცარი წყალდიდობებისა და მეწყრების შემდეგ...

The Telegraph რუსეთის მხრიდან ნატოს წინააღმდეგ შესაძლო აგრესიის ექვს სცენარს ასახელებს

გამოცემა The Telegraph  წერს, რომ დასავლეთის მთავრობები უკვე დიდი...

კალასმა ევროკავშირს მოუწოდა უკრაინას გადასცეს გადამჭერი რაკეტები, რომლებსაც ვადა მალე ეწურებათ

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში,...

მდინარაძის ღვაწლი უდიდესია გუნდისთვის – გორდულაძე

მისი ღვაწლი არის უდიდესი ჩვენი გუნდისთვის. რა თქმა უნდა,...

ფაქტობრივად, ღარიბაშვილი მკვლელობაში ადანაშუალებს კობახიძე მდინარაძეს – ანა წითლიძე ირაკლი ღარიბაშვილის წერილზე

"ფაქტობრივად, ღარიბაშვილი მკვლელობაში ადანაშუალებს კობახიძე მდინარაძეს" - ასე ეხმაურება,...

თუ სომხეთი თვლის, რომ რუსული ბაზა საჭირო აღარაა, ჩვენ გავალთ – პუტინი

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინი აცხადებს,რომ  თუ ერევანი თვლის, რომ...

ფრანკფურტის აეროპორტის ორი თანამშრომელი მალარიით გარდაიცვალა

ივლისის შუა რიცხვებიდან მაინის ფრანკფურტში მალარიით ინფიცირების 6 შემთხვევა...

ყველა ამბავი

ესტონეთს ახალი პრეზიდენტი ჰყავს — არჩეულია ულე მადისე

ესტონეთის პარლამენტმა ქვეყნის ახალ პრეზიდენტად იურისტი და სამართლის კანცლერი ულე მადისე აირჩია. კენჭისყრა 2 სექტემბერს, პარლამენტის საგანგებო სხდომაზე გაიმართა.ფარული...

ციხის ადმინისტრაციის ცნობით, წამახალისებელი პაემანი რემონტის გამო ვერ ჩაინიშნა – იოსელიანი

ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი მოვინახულე მის საცხოვრებელ საკანში, ვესაუბრე, რა თქმა უნდა, ყველა საკითხზე, რაც შეიძლება პატიმარს აწუხებდეს. ბუნებრივია, იმაზეც,...

თუ სომხეთი თვლის, რომ რუსული ბაზა საჭირო აღარაა, ჩვენ გავალთ – პუტინი

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინი აცხადებს,რომ  თუ ერევანი თვლის, რომ სომხეთში განთავსებული რუსეთის სამხედრო ბაზა აღარ სჭირდებათ, რუსეთი სომხეთიდან გავა."თუ...

უკრაინა რუსეთის საჰაერო სივრცის დაბლოკვის კამპანიას იწყებს – ზელენსკი

"უკრაინა რუსეთის საჰაერო სივრცის დაბლოკვის კამპანიას იწყებს"- უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საერთაშორისო პარტნიორებსა და იმ ავიაკომპანიებს მიმართა, რომლებიც რუსეთის ქალაქებში...

სახალხო დამცველი ირაკლი ღარიბაშვილს ხვდება

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ხვდება.იოსელიანის განცხადებით, შეხვედრის შემდეგ ის კომენტარს გააკეთებს ღარიბაშვილის ციხეში...

გერმანია იმსახურებს პირდაპირ დარტყმას – მედვედევი

გერმანია იმსახურებს პირდაპირ დარტყმას კიევის რეჟიმისთვის სამხედრო ტექნიკის მწარმოებელ ყველა გერმანულ საწარმოზე, - ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ,...

მისი სიტყვა რაციონალურ მსჯელობას არ ექვემდებარება – სამხარაძე ღარიბაშვილზე

" არ ვაპირებ ამ ადამიანის ბოდვების შინაარსობრივ განხილვას, რადგან არცერთი მისი სიტყვა რაციონალურ მსჯელობას არ ექვემდებარება" - "ქართული ოცნების"...

შაკიკის წინააღმდეგ უფრო ზუსტი წამლები გამოჩნდა – ექიმებმა რეკომენდაციები შეცვალეს

აშშ-ში შაკიკის პრევენციის რეკომენდაციები 14 წლის შემდეგ პირველად განახლდა. ახალი გაიდლაინები უკვე ითვალისწინებს თანამედროვე პრეპარატებს, რომლებიც უშუალოდ შაკიკის განვითარებაში...

აშშ-მა ირანზე ახალი დარტყმები განახორციელა

აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ სამშაბათს განაცხადა, რომ მისმა ძალებმა ირანზე ახალი დარტყმების განხორციელება დაიწყეს. „დარტყმები მოჰყვა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ბოლო...

კალასმა ევროკავშირს მოუწოდა უკრაინას გადასცეს გადამჭერი რაკეტები, რომლებსაც ვადა მალე ეწურებათ

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა, რუსეთის გაძლიერებული თავდასხმების ფონზე ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდა, უკრაინას...

თამაზ ელიზბარაშვილი საკუთარ საცხოვრებელ ბინაში დააკავეს

ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი საკუთარ საცხოვრებელ ბინაში დააკავეს მას შემდეგ, რაც მისი ბინა გაჩხრიკეს. სამართალდამცველებმა ელიზბარაშვილი ხელბორკილით პოლიციის ავტომობილში ჩასვეს....

ღარიბაშვილი თავის წერილში თვითმკვლელობით შენიღბულ მკვლელობებში ამხელს კობახიძე-მდინარაძეს..- ნიკა გვარამია

"ღარიბაშვილი თავის წერილში თვითმკვლელობით შენიღბულ მკვლელობებში ამხელს კობახიძე-მდინარაძეს.." - მის შესახებ სოციალურ ქსელში "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია...