უმარ კრემლიოვი ტრამპ უმცროსს ქორწილის ხარჯების დაფარვაში დაეხმარა. ტრამპის შვილი ამას არ უარყოფს, თუმცა ამბობს, რომ ეს უბრალოდ საჩუქარი იყო

ამერიკულმა მედიასაშუალებამ და არასამთავრობო ორგანიზაციამ ProPublica-მ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის უფროსი ვაჟის, დონალდ ტრამპ უმცროსის ქორწილის ორგანიზებაზე დახარჯული ასობით ათასი დოლარი რუსი სპორტული ფუნქციონერის, უმარ კრემლიოვისგან მოვიდა. ტრამპ უმცროსის მეუღლე არ უარყოფს, რომ კრემლიოვი ქორწილთან დაკავშირებულ გართობას აფინანსებდა, თუმცა მოუწოდებს საზოგადოებას, ამაში პოლიტიკური ქვეტექსტი არ ეძებოს.

ProPublica საკუთარ დასკვნებს აფუძნებს ფინანსურ დოკუმენტებსა და სამ წყაროსთან საუბარს, რომლებიც 24 მაისს ბაჰამის კუნძულებზე, ერთ-ერთ კერძო კუნძულზე გამართული ქორწილის ორგანიზების დეტალებს იცნობდნენ. ჟურნალისტებმა ასევე გამოკითხეს უსაფრთხოების სფეროს ყოფილი მაღალჩინოსნები, რომლებმაც პრეზიდენტის ვაჟის ქორწილის ორგანიზებაში რუსეთის მოქალაქის მონაწილეობა დიდი სიფრთხილით შეაფასეს.

ორშაბათს გამოქვეყნებულ გამოძიებაში ნათქვამია, რომ კრემლიოვმა, რომელიც საერთაშორისო კრივის ასოციაციას ხელმძღვანელობს, გადაიხადა ერთ-ერთი კუნძულის ქირის საფასური, რომელიც ქორწილისა და მასთან დაკავშირებული წვეულებებისთვის გამოიყენეს. მან ასევე დაფარა სხვა მნიშვნელოვანი ხარჯებიც, მათ შორის ღამის ცაზე მოწყობილი მასშტაბური ფოიერვერკი.

ProPublica-ს მონაცემებით, კუნძულის ქირა 100 ათასი დოლარი დაჯდა, ხოლო იმ კომპანიის მომსახურება, რომელმაც ქორწილისთვის ფოიერვერკი მოაწყო, დაახლოებით 70 ათას დოლარს შეადგენს. გადახდები დუბაიში მდებარე, საერთაშორისო კრივის ასოციაციასთან დაკავშირებული ერთ-ერთი ორგანიზაციიდან განხორციელდა.

ProPublica-ს წყაროების თქმით, ღონისძიებაზე რუსების ჯგუფიც იმყოფებოდა. კრემლიოვის გარდა, იქ შენიშნეს ბიზნესმენი ალექსანდრ ლაგუტინიც, რომელიც წარსულში რუსეთის თავდაცვის სფეროს კომპანიებში მუშაობდა. გამოცემა აღნიშნავს, რომ კრემლიოვი და ლაგუტინი მანამდე ცოტა ხნით ადრე ვლადიმირ პუტინს ჩინეთში ოფიციალური ვიზიტის დროს ახლდნენ.

წყაროების ცნობით, რუსი სტუმრები ხშირად სხვა სტუმრებისგან განცალკევებით იმყოფებოდნენ.

ProPublica-ს თანახმად, საყურადღებოა ისიც, რომ ქორწილიდან გავრცელებულ მრავალ ფოტოსა და ვიდეოში ეს სტუმრები პრაქტიკულად არ ჩანან. მხოლოდ ერთ ფოტოზე, რომელიც პატარძლის ერთ-ერთმა მეგობარმა გამოაქვეყნა, სტუმრების მესამე რიგში კრემლიოვის სახის ზედა ნაწილი ჩანს.

ტრამპ უმცროსის წარმომადგენელს კრემლიოვისგან თანხის მიღების ფაქტი არ უარუყვია და ხაზი გაუსვა, რომ რუსი ფუნქციონერი ამერიკელის პირადი მეგობარია. მისი განმარტებით, ტრამპ უმცროსსა და კრემლიოვს შორის არანაირი საქმიანი ურთიერთობა არ არსებობს.

კრემლიოვის პრესსამსახურმა კომენტარში განაცხადა: „ბატონ კრემლიოვსა და ბატონ ტრამპ უმცროსს მეგობრული ურთიერთობა აკავშირებთ“. იქვე აღნიშნეს, რომ საერთაშორისო კრივის ასოციაციას ქორწილის ორგანიზებასთან დაკავშირებული არანაირი გადახდა არ განუხორციელებია, ხოლო დუბაიში მდებარე ორგანიზაციიდან განხორციელებულ გადარიცხვებზე კომენტარი არ გაუკეთებიათ. ჟურნალისტების კითხვებს არც ტრამპის ადმინისტრაციაში და არც რუსეთის სამთავრობო სტრუქტურებში უპასუხეს.

ტრამპ უმცროსის მეუღლე, ბეტინა ტრამპი, პუბლიკაციას Instagram-ზე გამოქვეყნებული პოსტით გამოეხმაურა და განმარტა, რომ კრემლიოვის დაფინანსება უშუალოდ საქორწილო ცერემონიას არ ეხებოდა.

„ჩვენმა ძვირფასმა მეგობარმა უმარმა დიდი გულუხვობით მოგვიწყო ორდღიანი ზეიმი ჩვენი ქორწილის შემდეგ. ეს იყო მეგობრისგან მიღებული უკიდურესად გულუხვი საქორწილო საჩუქარი, რის გამოც მაშინაც უზომოდ მადლიერი ვიყავით და ახლაც ვართ. სამწუხაროა, რომ ასეთი პირადი და სასიხარულო ჟესტი შეიძლება პოლიტიკურ ან ბოროტ განზრახვად წარმოაჩინონ მხოლოდ იმის გამო, თუ ვინ გააკეთა ეს ან საიდან არის ის. მეგობრობას პოლიტიკური მოტივები არ სჭირდება“, — დაწერა მან.

პოსტს ორივე მეუღლე აწერს ხელს. მასში ქორწილიდან 20 ფოტოა გამოქვეყნებული, თუმცა არც ერთ მათგანზე კრემლიოვი არ ჩანს.

პუბლიკაციის ავტორები ასევე აღწერენ, როგორ ააწყო კრემლიოვმა კარიერა ჯერ რუსეთის კრივის მმართველ სტრუქტურებში, შემდეგ კი საერთაშორისო ფედერაციაში. 2010 წლამდე ის ლუტფულოევის გვარს ატარებდა და გამოცემა „Проект“-ის* ინფორმაციით, ამ გვარით ნასამართლევი იყო გამოძალვისა და ცემის საქმეებზე.

საერთაშორისო კრივის ასოციაციისთვის რთულ პერიოდში კრემლიოვმა სპონსორად „გაზპრომი“ მიიყვანა.

„უმარს პუტინი მიმართულებას აძლევს. სპორტი სწორედ ასე გამოიყენებოდა ‘რბილი ძალის’ ინსტრუმენტად“, — ამბობს ProPublica-ს წყარო, რომელიც ამ ფედერაციის საბჭოს ყოფილი წევრია.

მსოფლიო კრივის საქმეებში კრემლიოვის ჩართულობის პარალელურად იზრდებოდა მისი გავლენა რუსეთის სპორტშიც — და მასთან ერთად, შემოსავლებიც. მაგალითად, მას სამართავად გადაეცა ავტოდილერების ქსელი „როლფი“, რომელიც რუსეთის ხელისუფლებამ შერისხული ბიზნესმენის, სერგეი პეტროვისგან ჩამოართვა.

რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ კრემლიოვს საერთაშორისო სანქციების საფრთხე დაემუქრა. თუმცა ProPublica-ს მიერ შესწავლილ აშშ-ის სანქციების სიებში მისი სახელი არ აღმოჩნდა. მიუხედავად ამისა, რისკების თავიდან ასაცილებლად კრემლიოვმა საერთაშორისო კრივის ასოციაციის ოპერაციების უმეტესი ნაწილი შვეიცარიიდან არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გადაიტანა.

ამის მიუხედავად, 2023 წელს საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა მისი ფედერაცია ოლიმპიურ კრივს ჩამოაშორა.

გადაწყვეტილების ერთ-ერთ მიზეზად დასახელდა ის, რომ ფედერაციამ ვერ შეძლო „სანდოდ აეხსნა დაფინანსების წყაროები ან სრულად გაემჟღავნებინა ერთი სახელმწიფო კომპანიის მიმართ დამოკიდებულების სტრუქტურა“, რომელიც გადაწყვეტილების მიღების მომენტში არსებობდა.

როდესაც დონალდ ტრამპი, რომელსაც კრივის სამყაროსთან დიდი ხნის კავშირი აქვს, პრეზიდენტის პოსტზე დაბრუნდა, კრემლიოვმა მასთან ურთიერთობის დამყარება დაიწყო და ღია წერილით მიმართა. წერილში იგი სთხოვდა, 2028 წლის ლოს-ანჯელესის ოლიმპიადისთვის მზადების პროცესში საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ქმედებები შეემოწმებინა.

„დიდი ოპტიმიზმით ვუყურებთ ერთობლივი მუშაობის შესაძლებლობას, რათა ოლიმპიური მოძრაობა კვლავ დიდებული გავხადოთ“, — წერდა კრემლიოვი.

ნახევარი წლის შემდეგ მან ტრამპის უმცროსი ვაჟი სტამბოლში გამართულ კონფერენციაზე მიიწვია, სადაც მსოფლიო კრივის მდგომარეობას განიხილავდნენ. იქ ტრამპ უმცროსი კრემლიოვთან ერთად სცენაზე იჯდა, იხსენებდა, როგორ დადიოდა ბავშვობაში კრივის მატჩებზე და საუბრობდა იმაზე, რომ ტრანსგენდერ ადამიანებს კრივში ადგილი არ უნდა ჰქონდეთ. თავად კრემლიოვიც 2023 წელს ამ თემაზე მკვეთრი კრიტიკით გამოირჩეოდა.

თუმცა გაუგებარია, რატომ უნდა მიეღო საკმაოდ შეძლებულ ამერიკელს — რომლის ქონებას Forbes დაახლოებით 300 მილიონ დოლარად აფასებდა — ასეთი საჩუქრები კრემლთან დაახლოებული რუსი ფუნქციონერისგან.

„თუ მე შენს ქორწილს ვაფინანსებ, რაღაც მომენტში შენ უკვე ვალდებული ხდები ჩემს წინაშე“, — ამბობს ProPublica-სთან ინტერვიუში ფრენკ მონტოია უმცროსი, FBI-ის ყოფილი თანამშრომელი, რომელსაც კონტრდაზვერვაში მაღალი თანამდებობები ეკავა.

გამოცემა მკითხველს შეახსენებს, რომ კრემლიოვის მსგავსი ბიზნესმენები ხშირად საკუთარ მოქმედებებს ხელისუფლებასთან ათანხმებენ. ამასთან, ProPublica ხაზს უსვამს, რომ პრეზიდენტის ვაჟის ქორწილის შემთხვევაში ასეთი კოორდინაციის პირდაპირი მტკიცებულება არ არსებობს.

მონტოია კი მიიჩნევს, რომ ტრამპ უმცროსმა თავი მაინც მოწყვლად მდგომარეობაში ჩაიყენა.

„პრეზიდენტის ვაჟს ასეთ რამეზე ფიქრიც კი არ უნდა უწევდეს. წერტილი“, — ამბობს იგი.

ასევე გაურკვეველია, კონკრეტულად რას ელოდა სანაცვლოდ კრემლიოვი — და მისი გავლით, შესაძლოა, კრემლიც.

„კრემლიოვსა და ტრამპ უმცროსს შორის აქამდე აღწერილი არ ყოფილა ასეთი კავშირები, რაც უჩვეულო ვითარებაზე მიუთითებს: პუტინის წრესთან დაკავშირებული ადამიანი ფინანსურად ეხმარება აშშ-ის პრეზიდენტის ვაჟს და დონალდ ტრამპის ოჯახთან ახლო წვდომას იღებს“, — აჯამებს ProPublica.

პოპულარული

ომის დამნაშავეები არიან! რუსეთის კანონებით გასამართლდებიან! – ფარცხალაძე ქართულ ლეგიონზე

საქართველოს ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძემ, უკრაინის მხარეს მებრძოლ...

მექსიკის მთებში აღმოჩენილმა ფარულმა კრიპტოფერმამ ნარკოკარტელების დაფინანსების საკითხი წამოწია

Reuters: ნარკოკარტელები კრიპტოვალუტის გამოყენებაზე სულ უფრო მეტად გადადიან ექსპერტების აზრით, კრიპტოვალუტასთან...

მედიის ინფორმაციით, დონეცკის დაბომბვის შედეგად, მოკლულია რუსი გენერალი მილჩაკოვი

უკრაინის იერიშის შედეგად რუსეთის 51-ე საერთო-საჯარისო არმიის მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი...

მაგთის Mesh Wi-Fi-ძლიერი ინტერნეტსიგნალი შენობის ყველა წერტილში

მაგთი აბონენტებს ახალ სერვისს - Mesh Wi-Fi სისტემას სთავაზობს,...

ზელენსკის თვითმფრინავს ოსლოსკენ გადაფრენისას კინაღამ დრონი დაეჯახა — ნორვეგიის პრემიერი

ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა იონას გარ სტიორემ განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტ...

უკრაინულმა დრონებმა პირველად შეუტიეს რუსეთის არქტიკულ რეგიონს

უკრაინულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა პირველად შეუტიეს იამალ-ნენთა ავტონომიურ ოლქს,...

საქართველოში ადამიანი არ უნდა ისჯებოდეს ჩვენი წინაპრების შეურაცხყოფისათვის პასუხის გაცემის გამო! – მეუფე გიორგი ჯამდელიანი

საქართველოში ადამიანი არ უნდა ისჯებოდეს ჩვენი წინაპრების შეურაცხყოფისათვის პასუხის...

ჰქონდა თავისი პირადი მიზეზები – კობახიძე გეკა გელაძეზე

კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ ბატონი გეკა გელაძე...

ყველა ამბავი

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გახანგრძლივება ერთი კვირით გადადო

ევროკავშირის ქვეყნებმა სანქციების სიებზე დავის გასაგრძელებლად კიდევ შვიდი დღე აიღეს. DW-ის წყაროების ინფორმაციით, სლოვაკეთი სიებიდან უსმანოვისა და ფრიდმანის ამოღებას...

დონალდ ტრამპი ამტკიცებს, რომ უკრაინა და რუსეთი შეთანხმდნენ, ერთმანეთის ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმები არ განახორციელონ. რას ამბობენ კიევსა და მოსკოვში

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ში დაწერა, რომ მოსკოვი და კიევი ენერგეტიკულ ზავზე შეთანხმდნენ. მან ამ ზავის...

მედიის ინფორმაციით, დონეცკის დაბომბვის შედეგად, მოკლულია რუსი გენერალი მილჩაკოვი

უკრაინის იერიშის შედეგად რუსეთის 51-ე საერთო-საჯარისო არმიის მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი სერგეი მილჩაკოვი მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას, გამოცემა Kyiv Independent-ი იუწყება.უკრაინელებმა,...

ყაველაშვილის ადმინისტრაციის უფროსად ლუკა ეხვაია დაინიშნა

"ქართული ოცნების" პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაციის უფროსად ლუკა ეხვაია დაინიშნა."ის სხვადასხვა დროს საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლისა და თანაშემწის პოზიციებს იკავებდა...

“მე, როგორც ამ პროცესების მონაწილე, შევეცდები მოგიყვეთ, თუ რა ხდებოდა ბადრისა და სააკაშვილს შორის” – გია ხუხაშვილი

ბადრი პატარკაციშვილისა და მიხეილ სააკაშვილის ურთიერთობის, მათ შორის დაპირისპირების მიზეზებისა და იმ პოლიტიკური პროცესების შესახებ, რომლებიც ბიზნესმენის სიცოცხლის ბოლო...

“ბოლო წუ­თამ­დე ვი­კა­ვებ­დი თავს, რომ მისი მტრე­ბის­თვის სი­ხა­რუ­ლის მი­ზე­ზი არ მი­მე­ცა..” – დაურ ბუავას ყოფილი მეუღლე მიმართვას ავრცელებს

"ბოლო წუ­თამ­დე ვი­კა­ვებ­დი თავს, რომ მისი მტრე­ბის­თვის სი­ხა­რუ­ლის მი­ზე­ზი არ მი­მე­ცა.."  - გარ­დაც­ვლი­ლი აფხა­ზი ბლო­გე­რის, დაურ ბუ­ა­ვას ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე,...

რუსული დრონი CIA-ს ყოფილი დირექტორის მატარებლის გვერდით მდგარ ლოკომოტივს მოხვდა

კვირას, 14 სექტემბერს, რუსული დრონის დარტმისას, იაჰოდინის სადგურზე იმყოფებოდა ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) ყოფილი დირექტორი და აშშ-ს არმიის...

ეჭვი არავის შეეპაროს, რომ თავის დაცვა შევიძლია და ესკალაციის შემთხვევაში უკან არ დავიხევთ – გერმანიის თავდაცვის მინსიტრი

ეჭვი არავის შეეპაროს, რომ თავის დაცვა შევიძლია და ესკალაციის შემთხვევაში უკან არ დავიხევთ —  ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა,...

“ბადრი პატარკაციშვილი ამან მოკლა… გარდაცვალებამდე ვნახე, ღრმა დეპრესიაში იყო, ტყეში დადიოდა” – რა თქვა რუხაძემ 7 ნოემბრის საქმეზე დაკითხვისას

"რეალურად რაც მოხდა ისაა, რომ ფაქტობრივად, ამან ბადრი მოკლა...მე ვიცი, რომ თარგამაძეს მისცა პატარკაციშვილმა აუდიოჩანაწერი იმისთვის, რომ გაეშვა ეთერში....

ჰქონდა თავისი პირადი მიზეზები – კობახიძე გეკა გელაძეზე

კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ ბატონი გეკა გელაძე არის ნამდვილად გამორჩეული პროფესიონალი, გამორჩეული პიროვნული თვისებების მქონე ადამიანი და...

კობახიძემ სუს-ის უფროსის თანამდებობაზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურა წარადგინა

"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურა წარადგინა.კობახიძემ ამის შესახებ განცხადება მთავრობის...

მამუკა მდინარაძეს დაცვა დაუნიშნეს

საქართველოს მთავრობამ ყოფილ წევრს და სუსის ყოფილ უფროსს, მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაუნიშნა. დოკუმენტის თანახმად, მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა...