ნაციონალური მოძრაობის წევრი, ლაშა ფარულავა თბილისის საბავშვო ბაღებში აღსაზრდელების ინტოქსიკაციის შემთხვევებს გამოეხმაურა.
“ამ წუთებში თბილისის სამედიცინო კლინიკები ბაღებში მოწამლული პატარა ბავშვებით ივსება. ქართული ოცნება ბაღებში პატარებს ჯერ ულუფას პარავდა, ახლა კი მათ გაფუჭებულ და უვარგის საკვებს აჭმევს. ეს კიდევ ერთი ფაქტია, რომ კახა კალაძე ნამდვილად კორუმპირებულია. მისი უპასუხისმგებლობა უკვე ჩვენს პატარებს ეხება. ამიტომ, ჩვენ მოვითხოვთ გამოძიების დაწყებას არა მხოლოდ მის მიმართ, არამედ ბაღების სააგენტოშიც, სადაც დასვეს გურამ ოქროპირიძე – მისი პასუხისმგებლობაა, რომ კლინიკები ბავშვებით გადაივსო.
დაისაჯოს ყველა, ვისაც აქვს პასუხისმგებლობა პატარების საკვებსა და მის ხარისხზე. თბილისელებს საბავშვო ბაღების სისტემა 280 მილიონი უჯდება, უშუალოდ კვებაზე კი 216 მილიონი ლარი იხარჯება […] სახეზეა კორუფცია, დანაშაულებრივი გულგრილობა და უპასუხისმგებლობა. კახა კალაძე უნდა დაისაჯოს და დასრულდეს მისი ეს უპასუხისმგებლობა, რომელიც პატარა ბავშვებს არა მხოლოდ წამლავს, არამედ რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე უკვე შეიწირა. ვითხოვთ გამოძიების დაწყებასა და ყველა პასუხისმგებელი პირის დასჯას”. – თქვა ფარულავამ ბრიფინგზე.


