“თუ ირანს ფრენების შესაძლებლობა არ ექნება, ამას რეიოგნის ვერცერთი ქვეყანა ვერ შეძლებს!” – ირანირეგიონში ავიამიმოსვლის შეფერხებით იმუქრება, თუ მეზობელი ქვეყნები აშშ-ს სანქციების გამო ირანულ ავიაკომპანიებს ფრენებისა და აეროპორტის მომსახურების მიღების შესაძლებლობას შეუზღუდავენ.
“თუ ირანს ფრენებისა და აეროპორტის მომსახურების მიღების შესაძლებლობა არ ექნება, ეს შესაძლებლობა რეგიონის არცერთ ქვეყანას არ ექნება.” – დაწერა ირანის უზენაესი ლიდერის მრჩეველმა მოჰამად მოხბერმა.
აშშ-მ სექტემბერში ირანის ყველა დარჩენილ ავიაკომპანიას სანქციები დაუწესა და გააფრთხილა უცხოური აეროპორტები და კომპანიები, რომ ირანული ავიაკომპანიებისთვის საწვავის, ტექნიკური მომსახურების, ბილეთების გაყიდვისა თუ სხვა სერვისების მიწოდებამ შესაძლოა მათ წინააღმდეგაც გამოიწვიოს სანქციების დაწესება


