4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ ბექა ჭულუხაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ ბექა ჭულუხაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. დაკავებულის ადვოკატი ტაბულას ეუბნება, რომ ჭულუხაძე საპატიმროს ივლისში დატოვებს.  ჭულუხაძეს 1-წლიანი რეალური და 2-წლიანი პირობითი მსჯავრი განესაზღვრა.

“მან აღიარა, რომ ჰქონდა იარაღი, მისი იყო და ინახავდა მართლსაწინააღმდეგოდ, სხვა არაფერი უღიარებია… ჩემ დაცვისქვეშ მყოფს არც ჩვენება მიუცია ვინმეს წინააღმდეგ.”, – თქვა ადვოკატმა, გაიოზ ჩარკვიანმა. 

“ამ სისხლის სამართლის საქმეზე იყო საუბარი და მტკიცება იმის, რომ კონკრეტულ პირს, ბექა ჭულუხაძის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი და შენახული ჰქონდა საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები, რაც ბრალდებულმაც აღიარა.[…]იმ გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმეზე არა მხოლოდ ბაჩანა ახალაიას, არამედ სხვა ნებისმიერი პირის ჩართულობის ნაწილში მიმდინარეობს, ბუნებრივია, ძიება. ამ შემთხვევაში, მე არც დაგიდასტურებთ და არც უარვყოფ კონკრეტულად რა ვერსიებზე მიდის მუშაობა, შესაბამისად, თუ საჭირო გახდება და საგამოძიებო ორგანო მიიჩნევს, რომ აუცილებელია ამ მიმართულებით ბექა ჭულუხაძის მიერ ჩვენების მიცემა და ა.შ., ბუნებრივია, ამ ვერსიასაც ექნება თავისი განვითარება”, – უთხრა ტვ პირველს პროკურორმა.

უკრაინის წინააღმდეგ მებრძოლ საქართველოს მოქალაქე ბექა ჭულუხაძე 2026 წლის 10 ივლისს დააკავეს. სუს-ის ცნობით, მას შეძენილი ჰქონდა საბრძოლო მასალა, “რომლითაც 4 ოქტომბრის არეულობის ორგანიზატორებს საჭიროების შემთხვევაში დივერსია უნდა მოეწყოთ. ჭულუხაძეს ბრალად ედებოდა 2025 წლის 4 ოქტომბერს დაორგანიზებული ჯგუფური ძალადობისა და პრეზიდენტის სასახლის ხელში ჩაგდების პარალელურად, დივერსიული აქტების მოწყობის მიზნით დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი საშუალებების შეძენა-შენახვა.

პოპულარული

რობაქიძის უნივერსიტეტი სტუდენტის დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი სტუდენტის დაჭრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში...

პოლონეთი მზად არის Patriot-ის რაკეტების საწარმო ააშენოს

თუ კიევი აშშ-ისგან Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას მიიღებს, ასეთი...

რუსული ავიაკომპანია Red Wings-ი საქართველოს მიმართულებით ფრენების მასშტაბურ გაფართოებას გეგმავს

რუსული ავიაკომპანია Red Wings-ი საქართველოს საავიაციო ბაზარზე საკუთარი წარმომადგენლობის...

სასაზღვრო გამშვები პუნქტი „დარიალიდან“ ევაკუაცია განხორციელდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დევდორაკში დამონტაჟებული ადრეული გაფრთხილების სისტემიდან,...

ირანის ელჩის Facebook-სტატუსზე „ოცნება“ რეაგირებას საგარეო უწყებისგან ელოდება. სამინისტროს განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია

ირანის ელჩის განცხადებასთან დაკავშირებით „ქართული ოცნება“ რეაგირებას საგარეო საქმეთა...

უნივერსიტეტებზე სახელმწიფო კონტროლი ძლიერდება: Scholars at Risk

საქართველოში განათლების სისტემის ცენტრალიზაციის მიმართულებით გადადგმულმა ნაბიჯებმა უნივერსიტეტებზე სახელმწიფო...

სააკაშვილი უნდა ჩაითვალოს პოლიტიკურ პატიმრად: საერთაშორისო გმაჭვირვალობა – საქართველო

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა...

ევროკავშირის წარმომადგენლობა:ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას

ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ...

ყველა ამბავი

სესხების გაცემის წესი იცვლება

ფიზიკური პირების დაკრედიტების წესში ცვლილებები შედის. საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებით, ცვლილება ეხება სესხის მომსახურების კოეფიციენტს.თუ აქამდე...

ტრამპმა და ტექნოლოგიური კომპანიების ხელმძღვანელებმა ხელოვნური ინტელექტის კონტროლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს

აშშ-ის პრეზიდენტი ხელოვნური ინტელექტის შემქმნელი უმსხვილესი კომპანიების — Google-ის, Anthropic-ის, Meta-ს, OpenAI-ისა და xAI-ის — ხელმძღვანელებს შეხვდა. შეხვედრის შედეგად...

თაღლითურად დაეუფლნენ 275 000 ლარს – დაკავებულია 2 პირი

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოსა და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად,...

რუსეთმა კიევზე დრონებით და ბალისტიკური რაკეტებითც იერიში მიიტანა – არის მსხვერპლი

რუსებმა  წუხელ უკრაინის დედაქალაქ კიევზე ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმა განახორციელეს, რამაც ქალაქში ხანძრები გამოიწვია, მათ შორის კერძო სახლებში.ბოლო ცნობებით, დაიღუპა...

ჩემი გადადგომის შემდეგ ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა?: ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან

პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი რიგით მე-8 წერილს აქვეყნებს, თუმცა ამჯერად, მხოლოდ საკუთარ დამსახურებებზე წერს მას შემდეგ, რაც...

ჩამოსული დიპლომატები ხედავენ, თუ როგორ ექცევა ხელისუფლება მათ, ვინც პროტესტი გამოხატა, რის გამოც ცდილობენ, მოერგონ სიტუაციას და ფრთხილად იმოქმედონ – ზურაბიშვილი

"ჩამოსული დიპლომატები ხედავენ, თუ როგორ ექცევა ხელისუფლება მათ, ვინც პროტესტი გამოხატა, რის გამოც ცდილობენ, მოერგონ სიტუაციას და ფრთხილად იმოქმედონ"-...

მეუფე ზენონი: ხალხებს შორის დიალოგი სიმართლესთან თანაზიარებიდან იწყება და არა მაშინ, როდესაც ისტორიის ხელახლა დაწერას ცდილობენ

დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული სოციალურ ქსელში ვრცელ სტატუსს აქვეყნებს, რომლითაც სავარაუდოდ, ეხმაურება საქართველოში ირანის ელჩის განცხადებას, რომელშიც...

ირანის ელჩის Facebook-სტატუსზე „ოცნება“ რეაგირებას საგარეო უწყებისგან ელოდება. სამინისტროს განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია

ირანის ელჩის განცხადებასთან დაკავშირებით „ქართული ოცნება“ რეაგირებას საგარეო საქმეთა სამინისტროსგან ელოდება. საგარეო უწებას, ჯერჯერობით, განცხადება არ გაუვრცელებია.საქმე ეხება ორი...

ისტორიის სწორ ხაზს ვერავინ შეცვლის – ღუდუშაური ირანის ელჩზე

"არავინ არაფერზე დუმს. სადაც ჭეშმარიტი ისტორიაა, ჩვენ იქ ვდგავართ.ჩვენ ყველამ, ვისაც ნასწავლი გვაქვს და ვიცით საქართველოს ისტორია, ბუნებრივია, ვიცით...

ევროპა რუსეთის წინააღმდეგ ომს აწარმოებს – ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა „ვალდაის“ კლუბის ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში ჟურნალისტებს განუცხადა,რომ "ევროპა რუსეთის წინააღმდეგ ომს აწარმოებს".„თქვენ გულისხმობთ...

ჩორჩანას საგუშაგოს გახსნა არ შეიძლება ოკუპაციის პროვოკაციად შეფასდეს – საიას განცხადება

ჩორჩანაში საგუშაგოს განთავსება არ შეიძლება ავტომატურად შეფასდეს ოკუპანტი ძალის „პროვოცირებად“- ამის შესახებ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ შეფასებაშია აღნიშნული, რომელიც სოფელ...

ქართული ოცნება ჩემზე რას იტყვის, რას დაწერს ან რას გაავრცელებს, ეს ჩემთვის საინტერესო არასდროს ყოფილა და არც ახლა არის – გელა ხასაია

"კოალიცია ცვლილებისთვის" წევრმა გელა ხასაიამ ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ განაცხადა, რომ გააგრძელებს იმის კეთებას, რასაც დაპატიმრებამდე აკეთებდა."სალამი მონატრებულ ხალხს ერთი...