რუსეთი ნატოს ბირთვული იარაღით დაემუქრა: Reuters

სააგენტო Reuters-მა ნახა დოკუმენტი, რომელიც მოსკოვმა ნატოს გაუგზავნა. მასში რუსეთი ალიანსს ადანაშაულებს „საშიშ და უგუნურ კურსში“, რომელიც, რუსეთის განცხადებით, ქმნის პირდაპირი შეიარაღებული კონფლიქტის დაწყების მაღალ რისკს. დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ შესაძლო დაპირისპირების შემთხვევაში რუსეთმა შესაძლოა თავიდანვე განახორციელოს დარტყმები ნატოს წევრი ქვეყნების „გადაწყვეტილების მიმღებ ცენტრებზე“.

Reuters-ის თანახმად, რუსეთის დიპლომატიურ გზავნილში ნათქვამია, რომ თუ ნატოს ქვეყნები კალინინგრადის რუსეთისგან მოწყვეტის მიზნით რაიმე ნაბიჯს გადადგამენ, მოსკოვი ტერიტორიის დასაცავად მზად იქნება გამოიყენოს მის ხელთ არსებული ძალებისა და შესაძლებლობების სრული არსენალი, მათ შორის ბირთვული იარაღი.

ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ განაცხადა, რომ ალიანსმა მოსკოვს უპასუხა: ნატო თავდაცვითი ალიანსია და რუსეთმა ბირთვული მუქარა უნდა შეწყვიტოს. რუტეს თქმით, ასეთი რიტორიკა „არც გამართლებულია და არც სასარგებლო“.

ნატოს წერილობით პასუხში ასევე ნათქვამია, რომ ალიანსის არც ერთი სამხედრო წვრთნა თუ სხვა საქმიანობა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიას საფრთხეს არ უქმნის. ნატომ რუსეთს მოუწოდა, შეწყვიტოს უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი, თავი შეიკავოს ალიანსის წევრების მიმართ სულ უფრო სახიფათო ქმედებებისგან და შეწყვიტოს ბირთვული იარაღით მუქარის რიტორიკა.

როდესაც რუტეს ჰკითხეს, რეალურია თუ არა ახლა ბალტიის ქვეყნების წინააღმდეგ ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე, მან უპასუხა, რომ „არა“. მისი თქმით, ვლადიმირ პუტინმა იცის, რომ ნატოსთან ომს ვერ მოიგებს და ამიტომ თავად ამ მუქარას ზედმეტად სერიოზულად არ აღიქვამს.

ვენაში მცხოვრები ბირთვული საკითხების ექსპერტი და ყოფილი რუსი დიპლომატი ნიკოლაი სოკოვი Reuters-ს ეუბნება, რომ დასავლეთს სულ უფრო უჭირს უკრაინის მხარდაჭერის გაზრდა ისე, რომ ეს რუსეთთან პირდაპირ სამხედრო დაპირისპირებაში არ გადაიზარდოს.

მისი შეფასებით, რუსეთის გაფრთხილება შეიძლება ნიშნავდეს, რომ მოსკოვში უფრო მკაცრი პოზიციის მომხრეების გავლენა იზრდება. რუსეთი დასავლეთის ქმედებებად ასახელებს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას, ახალი სანქციების დაწესებას, რუსული გემების შეჩერებას, კალინინგრადის სიახლოვეს ხშირ სამხედრო წვრთნებსა და სადაზვერვო ფრენებს.

სოკოვის თქმით, მოსკოვში ელიან დასავლეთის მხრიდან კიდევ უფრო შორს მიმავალ ნაბიჯებს, მათ შორის ბალტიის ზღვის შესაძლო ბლოკადას. ევროპაში ასეთი ნაბიჯი შეიძლება ომის ზღვარზე, მაგრამ ჯერ კიდევ მის ქვემოთ მდებარე ზომად ჩაითვალოს, მაშინ როცა რუსეთმა იგი შესაძლოა უკვე ღია ომად აღიქვას.

ამიტომ სოკოვი განსაკუთრებით ორმხრივი არასწორი გათვლის საფრთხეზე საუბრობს: ერთი მხარის მიერ შეზღუდულ ნაბიჯად აღქმული ქმედება მეორე მხარემ შესაძლოა ომის დაწყებად ჩათვალოს.

Reuters წერს, რომ ბოლო სამი დღის განმავლობაში რუსეთის საელჩოებმა ევროპის სულ მცირე სამ ქვეყანაში გაავრცელეს განცხადებები, რომლებშიც ნატო სამხედრო წვრთნებითა და კალინინგრადთან დაკავშირებული სცენარების დამუშავებით დაძაბულობის ესკალაციაში დაადანაშაულეს.

კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა ამ განცხადებებს უწოდა დიპლომატიური შეხსენება ევროპელი „ცხელთავიანებისთვის“.

რუსეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობები, რომლებიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ისედაც უკიდურესად გაუარესდა, Reuters-ის თანახმად, მიმდინარე წელს კიდევ უფრო დაიძაბა. ევროპის მთავრობები მოსკოვს ადანაშაულებენ ევროპაში ე.წ. ჰიბრიდული ომის გააქტიურებაში — მათ შორის საბოტაჟსა და ცეცხლის წაკიდების შემთხვევებში. რუსეთი ამ ბრალდებებს უარყოფს და ასევე უარყოფს დასავლელი პოლიტიკოსების განცხადებებს, თითქოს მოსკოვი ნატოს რომელიმე ქვეყანაზე შესაძლო სამხედრო თავდასხმისთვის ემზადება.

ერთ-ერთმა ნატოს დიპლომატმა Reuters-ს უთხრა, რომ რუსეთის წერილი, მისი შეფასებით, ევროპელების დაშინების კიდევ ერთი მცდელობაა, ხოლო ნატოს პასუხი მიზნად ისახავს დაადასტუროს, რომ ალიანსი უკრაინის მხარდაჭერას არ შეწყვეტს.

ევროპის თავდაცვის სფეროს ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა კი განაცხადა, რომ ცივი ომის შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც რუსეთი ევროპას ასეთი ფორმით ემუქრება და ამიტომ საკითხი სერიოზულად უნდა იქნეს აღქმული.

პოპულარული

რუსეთმა კიევზე ბალისტიკური რაკეტებით იერიში მიიტანა

რუსეთის მიერ კიევზე განხორციელებულ ბალისტიკურ იერიშს ორი ადამიანი ემსხვერპლა,...

“დაზარალებულის კუთვნილ 350 000 ლარს მოტყუებით დაეუფლა” – დააკავეს 1 პირი

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. გამოძიება...

„რობოტების არმია“ უკრაინის ბრძოლის ველზე – მიხაილო ფედოროვი ახალ პროექტს იწყებს

უკრაინის ყოფილი თავდაცვის მინისტრი და ციფრული ტრანსფორმაციის არქიტექტორი, მიხაილო...

ბათუმში მიკროავტობუსი ქვეითებს შეეჯახა. დაიღუპა 5 წლის ბავშვი

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა, მათგან ერთი...

შსს-სგან მივიღეთ ინფორმაცია, რომ არ შეიძლება 1 ოქტომბერს აქცია ჩატარდეს, მაინც მივალთ – ენმ

"შსს-სგან მივიღეთ ინფორმაცია, რომ არ შეიძლება 1 ოქტომბერს აქცია...

საქართველო ევროპის მასშტაბით ერთ სულ მოსახლეზე პატიმართა რაოდენობის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა: საია

საიამ გაეროს სპეციალურ მომხსენებელს ციხის პოპულაციის ზრდასთან დაკავშირებით ანგარიში...

კახეთში 100 კგ-მდე კანაფი ამოიღეს – დააკავეს 3 პირი

კახეთში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და...

ყველა ამბავი

რუსეთის სადაზვერვო ქსელი აშშ-სა და ევროპაში ოპოზიციონერების მკვლელობებს ამზადებდა — სამიზნეებს შორის კასპაროვი და პონომაროვი იყვნენ

რუსეთის სადაზვერვო სამსახურებთან დაკავშირებული ქსელი აშშ-სა და ევროპაში რუსი ოპოზიციონერების მკვლელობას გეგმავდა. ამის შესახებ ესპანური გამოცემა El Mundo წერს,...

ევროკავშირის ახალი გეგმა: ერთიან ბაზარზე კანდიდატების „ეტაპობრივი ინტეგრაცია“ და გაწევრიანების დაჩქარებული გზა 4 ქვეყნისთვის

ევროკავშირი გახსნის თავის ფართო ეკონომიკას იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც გაწევრიანების როგში დგანან, თუმცა იმ პირობით, თუკი ისინი დათანხმდებიან ბლოკთან ერთად...

ბერა ივანიშვილი ღირსების დაცვას იწყებს – ვის უჩივის ბიძინა ივანიშვილის ვაჟი?

ბიძინა ივანიშვილის შვილი ბერა ივანიშვილი სამართლიანობისთვის ბრძოლას იწყებს. ამბობს, რომ მის წინააღმდეგ არაერთი ცილისმწამებლური კამპანიის განმახორციელებელი პირები კანონის შესაბამისად...

“მოზარდებს ინტიმური ფოტო-ვიდეოს გაგზავნას აიძულებდა” – კაცს ბრალი წარუდგინეს

პროკბრალი წარუდგინეს კაცს, რომელიც 8 და 11 წლის მოზარდებს ინტიმური ფოტო-ვიდეო მასალის გაგზავნას აიძულებდა. პროკურატურის  ინფორმაციით, ბრალდებული ჯერ დაკავებული...

ირანის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. დიპლომატი უწყებაში უკვე იმყოფებოდა

ირანის ელჩი სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებებთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. როგორც ირკვევა, სეიედ ალი მოჯანი უწყებაში უკვე...

რუსეთის მოქალაქე, რომელმაც აივნიდან “გადმოშარდა”, 15 დღით დააპატიმრეს და ქვეყნიდან გააძევებენ

რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვს, რომელმაც თბილისში, ხალხს აივნიდან გადმოაშარდა, 15-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, იზოლატორის დატოვების შემდეგ კი - 3...

საქართველოს ეუთოს თავმჯდომარეობა სურს, თუმცა ევროკავშირი წინააღმდეგია: Rapporteur

საქართველო ეუთოს თავმჯდომარეობის მოპოვებას ცდილობს, თუმცა ევროკავშირის ქვეყნები ამ ინიციატივას ერთსულოვნად უპირისპირდებიან - ამის შესახებ ნათქვამია სტატიაში, რომელსაც ევროპული...

უხერხულია, ქვეყნის ყველა მიღწევას საკუთარ თავზე იბრალებს – მათიკაშვილი ღარიბაშვილზე

პოლიტიკურ ამპლუაში გადატანა ყოფილ პრემიერს სამართლებრივი დავის კარგს არაფერს მისცემს, რამეთუ უმნიშვნელოვანესი კითხვა, რომელზედაც პასუხი აქვს მას გასაცემი, თუ...

სესხების გაცემის წესი იცვლება

ფიზიკური პირების დაკრედიტების წესში ცვლილებები შედის. საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებით, ცვლილება ეხება სესხის მომსახურების კოეფიციენტს.თუ აქამდე...

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ ბექა ჭულუხაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ ბექა ჭულუხაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. დაკავებულის ადვოკატი ტაბულას ეუბნება, რომ ჭულუხაძე საპატიმროს ივლისში დატოვებს.  ჭულუხაძეს 1-წლიანი...

ტრამპმა და ტექნოლოგიური კომპანიების ხელმძღვანელებმა ხელოვნური ინტელექტის კონტროლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს

აშშ-ის პრეზიდენტი ხელოვნური ინტელექტის შემქმნელი უმსხვილესი კომპანიების — Google-ის, Anthropic-ის, Meta-ს, OpenAI-ისა და xAI-ის — ხელმძღვანელებს შეხვდა. შეხვედრის შედეგად...

თაღლითურად დაეუფლნენ 275 000 ლარს – დაკავებულია 2 პირი

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოსა და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად,...