შსს-სგან მივიღეთ ინფორმაცია, რომ არ შეიძლება 1 ოქტომბერს აქცია ჩატარდეს, მაინც მივალთ – ენმ

“შსს-სგან მივიღეთ ინფორმაცია, რომ არ შეიძლება 1 ოქტომბერს აქცია ჩატარდეს, მაინც მივალთ ” -განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დროებითი მმართველობითი საბჭოს ხელმძღვანელის ირაკლი ფავლენიშვილმა.

“გუშინ შსს-სგან მივიღეთ ინფორმაცია, რომ თურმე არ შეიძლება 1 ოქტომბერს, მიხეილ სააკაშვილის დატყვევებიდან 5 წლის თავზე, რომ აქცია ჩატარდეს მიხეილ სააკაშვილის თავისუფლების მოთხოვნით და თურმე რიყის პარკში აქციის ჩატარება არ შეუძლიათ საქართველოს თავისუფალ მოქალაქეებს, თუ ამის ნება არ ექნა შსს-ს და მერიას.

ეს მითითება, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად არაკანონიერი გახლავთ, ეს შეუძლებელია, რომ, მაგალითად, საჯარო სივრცეში, თუნდაც პარკებში, სკვერებში გადაადგილების უფლება ეზღუდებოდეთ მოქალაქეებს იმის გამო, რომ ივანიშვილს ეშინია დღემდე ყველაზე მეტად მიხეილ სააკაშვილის იმიტომ, რომ ივანიშვილის რეჟიმს დღემდე ყველაზე მეტად ეშინია ნაციონალური მოძრაობის და კარგად იციან, რომ აღმშენებლობის 9 წელიწადი აუცილებლად გაგრძელდება ამ ქვეყანაში და შეწყდება ნგრევის 14 წელი. კარგად იციან ის როლი, რომელსაც ითამაშებს მიხეილ სააკაშვილი ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად და ქართველ ხალხთან ერთად, პირველ რიგში, აი, ამ რეჟიმის დემონტაჟის საქმეში.

მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, რა თქმა უნდა, რაც არ უნდა ტექნიკური დაბრკოლება შეგვიქმნან, ჩვენ აუცილებლად მივალთ რიყის დოქებთან, რომელიც იქცა საქართველოს გაპარტახების, გაძარცვის სიმბოლოდ. დღეს თაღლითობის, ძარცვის ჰაბად და ცენტრად რომ აქცია ივანიშვილმა ის ქვეყანა იყო წინსვლის, ევროპული ინტეგრაციის, კორუფციის და კრიმინალის დამარცხების სიმბოლო და რიყის დოქები იქნებოდა დღეს მოდერნიზებული, თანამედროვე და ძლიერი ქართული სახელმწიფოს და თბილისის სიმბოლო და ახლა არის გაპარტახებული, გაძარცვული ქვეყნის სიმბოლო, სამწუხაროდ.

აუცილებლად მივალთ რიყის დოქებთან, აუცილებლად შევიკრიბებით 1 ოქტომბერს 17:00 საათზე და ყველა იმ ადამიანს, ვინც აცნობიერებს მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის მნიშვნელობას ჩვენი ქვეყნისთვის, მისი თავისუფლების მნიშვნელობას, მის ისტორიულ წვლილს და ანტიქართული რეჟიმის მოშორების აუცილებლობას, კვლავინდებურად გეპატიჟებით, მიუხედავად ნებისმიერი ტექნიკური დაბრკოლებისა, რომლის შექმნასაც, რა თქმა უნდა, ივანიშვილის რეჟიმი შეეცდება ჩვენთვის.” – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

პოპულარული

“ჩვეულებრივი სპექტაკლია” – შარმანაშვილი მსჯავრდებულ დავითაძეზე

ეს ჩვეულებრივი სპექტაკლია. მათ ჰგონიათ, რომ ასეთი ტიპის მოქმედებებით...

ამ ეტაპზე არ განიხილება არ განიხილება – კობახიძე საწვავის აქციზის შემცირებაზე

ამ ეტაპზე ასეთი საკითხი არ განიხილება. თქვენ იცით, რომ...

უკრაინელებმა რუსეთის სიღრმეში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე იერიში მიიტანეს

უკრაინელებმა მორიგი მაღალი სიზუსტის დარტყმები განახორციელეს რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე...

ოკუპანტებმა ხარკოვზე იერიშისთვის „ბანდეროლის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტები გამოიყენეს

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ქალაქ ხარკოვის სამრეწველო რაიონზე მორიგი...

რუსული ჭურვი მოლდოვის საზღვარზე ჩამოვარდა და სამგზავრო ავტობუსი დააზიანა

დღეს დილით, მოლდოვა-უკრაინის საზღვარზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა. უკრაინის სამოქალაქო...

დაწყებული გამოძიების გამო ნანა ყეინიშვილს ეროვნული ბანკის საბჭოს სხდომებიდან დროებით ჩამოაშორებენ

ეროვნული ბანკის საბჭოს წევრს ნანა ყეინიშვილს, რომლის წინააღმდეგაც პროკურატურამ...

გერმანიის საგარეო დაზვერვის ყოფილი უფროსი ჯაშუშობისა  ბრალდებით დააკავეს

გერმანიის საგარეო დაზვერვის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი აუგუსტ ჰანინგი, ,...

პროკურატურის განცხადებით,ზოდელავამ და ბერიძემ დანაშაული აღიარეს და მოინანიეს

პროკურატურა აცხადებს, რომ 4 ოქტომბრის საქმეზე სტრატეგიული და განსაკუთრებული...

ყველა ამბავი

კალასი აშშ-სა და რუსეთს შორის შეთანხმებაზე: ვამზადებთ სანქციების ყველაზე მასშტაბურ პაკეტს

აშშ-სა და რუსეთს შორის დიზელის შესახებ შეთანხმება მოსკოვს უკრაინაში „ომის საწარმოებლად დამატებით შემოსავალს“ მოუტანს, განაცხადა კაია კალასმა. მისი თქმით,...

წინა ანგარიში გამანადგურებელი იყო საქართველოსთვის, მას შემდეგ ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა: პაველ ჰერჩინსკი

ხედავს თუ არა ევროკავშირის ელჩი „ქართული ოცნების“ რაიმე მზაობას - აღადგინონ ურთიერთობა ევროკავშირთან? პაველ ჰერჩინსკის ეს კითხვა ჟურნალისტებმა დაუსვეს....

რუსეთში ქართული ღვინოებისა და მინერალური წყლის შეტანა შეიზღუდა – რომელ კომპანიებს ეხება აკრძალვა

რუსეთში ქართული ღვინოებისა და მინერალური წყლის შეტანა აიკრძალა. როგორც გამოცემა Business Press Media იუწყება, შეზღუდვები ეხება ალკოჰოლური სასმელების მსხვილ...

პროკურატურა: პატიმარ დავითაძის მიმართ სექსუალური ძალადობის ფაქტი არ დადგინდა, საქმე შეწყვეტილია

პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა და...

დამანგრეველი სტიქია პანამაში: 7.7 მაგნიტუდის მიწისძვრამ ცენტრალურ პროვინციებში შენობები და გზები გაანადგურა

პანამის რესპუბლიკის ცენტრალურ და სამხრეთ რეგიონებში ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე მძლავრი, 7.7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ სტიქიას...

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეკორდულ გაფართოებას ამზადებს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სიების ყველაზე მასშტაბურ გაფართოებას ამზადებს — სიებს 1600-ზე მეტი ადამიანი და ორგანიზაცია დაემატება. ვინ მოხვდება...

პოლიციამ რენუარის ორი ნახატი იპოვა, რომლებიც საფრანგეთის რივიერაზე მდებარე მუზეუმიდან მოიპარეს

საფრანგეთის პოლიციამ პიერ ოგიუსტ რენუარის ორი ნახატი იპოვა, რომლებიც ერთი თვის წინ საფრანგეთის ქალაქ კან-სიურ-მერში მდებარე მხატვრის მუზეუმიდან მოიპარეს....

უკრაინული დრონების თავდასხმის გამო პუტინის თვითმფრინავები მოსკოვში ვერ ეშვებოდნენ

დღეს, 9 ოქტომბერს, უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატებისა და მცირე საჰაერო ბუშტების იერიშის გამო მოსკოვის საჰაერო სივრცეში საგანგებო შეზღუდვები დაწესდა.როსავიაციამ...

ძიუდოისტი ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ძიუდოისტი ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა. აზერბაიჯანის დედაქალაქში, ბაქოში, ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს. -100 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ილია სულამანიძე...

გიორგი კირვალიძეს ივანიშვილის გინებისთვის 7-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს

4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულ გიორგი კირვალიძეს ბიძინა ივანიშვილის გინებისთვის 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა მიიღო. გადაწყვეტილების...

უკრაინამ Yandex-ის კიდევ ერთ მონაცემთა ცენტრზე მიიტანა იერიში

უკრაინელებმა  რუსეთში, კალუგის ოლქში მდებარე Yandex DC-ის კიდევ ერთ მონაცემთა ცენტრზე მიიტანეს იერიში.  როგორც ცნობილია, თავდასხმამ მონაცემთა ცენტრი "ნაწილობრივ...

უკრაინელებმა რუსეთის სიღრმეში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე იერიში მიიტანეს

უკრაინელებმა მორიგი მაღალი სიზუსტის დარტყმები განახორციელეს რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სტრატეგიულ ობიექტებზე, მათ შორის ომსკის უმსხვილეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და უკრაინის...