„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილებები ამოქმედდა

2026 წლის 18 სექტემბრიდან „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში მნიშვნელოვანი ცვლილებები ამოქმედდა. კანონი ახლებურად არეგულირებს საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევასთან დაკავშირებულ პროცედურებს და დეტალურად განსაზღვრავს დარღვევის გამოვლენის, ჯარიმის დაკისრების, საურავის (მიუღებელი სარგებლის) დარიცხვის, გასაჩივრებისა და აღსრულების წესებს.

საქართველოს საპენსიო ფონდი საკანონმდებლო ცვლილებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და განმარტავს, რომ ახალი რეგულაციები უზრუნველყოფს, საპენსიო სქემის მონაწილეთა კუთვნილი შენატანები მათ ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშებზე დროულად და სრულად აისახოს.

რა ცვლილებებია კანონში

„მნიშვნელოვანია, რომ კანონის ძირითადი ნაწილი ამოქმედდა გამოქვეყნებისთანავე, ხოლო ცალკეული ნორმების ამოქმედება ეტაპობრივად მოხდება. კერძოდ, 2026 წლის 15 ოქტომბრიდან ძალაში შედის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ახალი მექანიზმები, საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევაზე რეაგირების განახლებული წესი და „მიუღებელი სარგებლის“ დაკისრების პროცედურები. 2027 წლის 1 ივნისიდან კი ამოქმედდება განუხორციელებელი საპენსიო შენატანისა და მასზე დარიცხული მიუღებელი სარგებლის განწილვადების, ანუ ეტაპობრივი გადახდის მექანიზმი.

საკანონმდებლო პაკეტი ასევე ითვალისწინებს ერთჯერად საშეღავათო ღონისძიებას, რომელიც „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონით განისაზღვრა. კერძოდ, დამსაქმებელი გათავისუფლდება 2026 წლის 18 სექტემბრამდე დაკისრებული და გადაუხდელი ადმინისტრაციული ჯარიმისგან, რომელიც 2025 წლის 1 მაისის შემდეგ წარმოშობილი საპენსიო ვალდებულების შეუსრულებლობას უკავშირდება, თუ არაუგვიანეს 2026 წლის 31 დეკემბრისა სრულად დაფარავს საპენსიო შენატანსა და მასზე დარიცხულ საურავს (მიუღებელ სარგებელს).

დამსაქმებლებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლეა 10-დღიანი საშეღავათო პერიოდის დაწესება. 2026 წლის 15 ოქტომბრიდან, თუ დამსაქმებელი ჯარიმის დაკისრებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში სრულად დაფარავს საპენსიო შენატანსა და შესაბამის მიუღებელ სარგებელს, მისთვის ჯარიმის გადახდის ვალდებულება გაუქმდება. ამავე ცვლილებებით საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად დადგინდა, ხოლო ჯარიმის ოდენობა შემცირდა და 300 ლარით განისაზღვრა.

ამოქმედდა საჩივრის წარდგენის ახალი წესიც. დამსაქმებელს, მონაწილეს, პენსიის მიმღებსა და გარდაცვლილი მონაწილის მემკვიდრეს საჩივრის წარდგენა შეუძლიათ საპენსიო ფონდის გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში. საჩივრის წარდგენა აჩერებს სადავო გადაწყვეტილების აღსრულებას, თუმცა არ აჩერებს მონაწილის მიუღებელი სარგებლის დარიცხვას. დავების განხილვის სამსახურის გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში; ამასთან, სასამართლოსთვის პირდაპირ მიმართვა შესაძლებელია დავის ნებისმიერ ეტაპზე, დავების განხილვის სამსახურისთვის მიმართვამდეც.

კანონი ასევე ქმნის შესაძლებლობას, დამსაქმებელმა მოითხოვოს განუხორციელებელი საპენსიო შენატანისა და მასზე დარიცხული მიუღებელი სარგებლის განწილვადება და შესაბამისი შეთანხმების საფუძველზე ვალდებულება ეტაპობრივად დაფაროს. მექანიზმი 2027 წლის 1 ივნისიდან ამოქმედდება: შეთანხმებას დამსაქმებლის განცხადების საფუძველზე დებს დავების განხილვის სამსახური, ხოლო დებულებით დადგენილ ფარგლებზე მეტი ოდენობის შემთხვევაში – საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭო.

ამოქმედდება ელექტრონული შეტყობინების დამატებითი მექანიზმიც. საპენსიო ფონდის გადაწყვეტილებები ხელმისაწვდომი იქნება როგორც საპენსიო ფონდის, ისე შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ სისტემაში, ხოლო მათ შესახებ ინფორმაცია დამსაქმებელს მოკლე ტექსტური და სხვა ელექტრონული შეტყობინებით ეცნობება. გადაწყვეტილება ჩაბარებულად ჩაითვლება ელექტრონულ სისტემაში მისი გაცნობისთანავე: თუ ადრესატი მას განთავსებიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში არ გაეცნობა, ინფორმაცია საჯაროდ გავრცელდება საპენსიო ფონდის ოფიციალურ ვებგვერდზე.

მიღებული ცვლილებების მთავარი მიზანია საპენსიო სქემის მონაწილეთა ინტერესების დაცვა, საპენსიო ანგარიშებზე კუთვნილი თანხების სრულად ასახვა და საპენსიო ვალდებულებების შესრულების ეფექტიანი მექანიზმების დანერგვა“ – ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც საპენსიო ფონდი აქვეყნებს.

პოპულარული

რა გამოწვევაც არ უნდა გვქონდეს წინ, ევროკავშირს კვლავ სჯერა საქართველოს ევროპული მომავლის – მარტა კოსი

"რა გამოწვევაც არ უნდა გვქონდეს წინ, ევროკავშირს კვლავ სჯერა...

ქართველი მებრძოლების დევნა – ივანიშვილის მთავრობის და კრემლის საერთო ოპერაცია?: საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო

დამთხვევა თუ გამიზნული ქმედება: რატომ დაიწყო საქართველოში სისხლისსამართლებრივი დევნა...

გიორგი კირვალიძეს ივანიშვილის გინებისთვის 7-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს

4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულ გიორგი კირვალიძეს ბიძინა ივანიშვილის გინებისთვის...

კადრები აჩვენებს, რომ პენიტენციური სისტემა, სტანდარტების შესაბამისად მოქმედებს – კობახიძე პატიმარ დავითაძეზე

"აჩვენებს, რომ პენიტენციური სისტემა, სტანდარტების შესაბამისად მოქმედებს" - "ქართული...

მოსკოვში ქართველი ბიზნესმენის ყოფილი ცოლი და 19 წლის ქალიშვილი მოკლული იპოვეს

მოსკოვში ქართველი რესტორატორის, მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლე, 53 წლის...

სტრასბურგში საქართველოს ოპოზიციის აკრძალვის მცდელობაზე დებატები იწყება — რეზოლუციის პროექტებით პერსონალური სანქციებია მოთხოვნილი

დღეს ევროპარლამენტის სესიაზე ევროდეპუტატები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების კრიტიკულ...

Paramount-მა Warner Bros. 110 მილიარდ დოლარად შეიძინა

ჰოლივუდურმა კინოკომპანია Paramount Skydance-მა კონკურენტი Warner Bros. Discovery-ის შეძენის...

ამ ეტაპზე არ განიხილება არ განიხილება – კობახიძე საწვავის აქციზის შემცირებაზე

ამ ეტაპზე ასეთი საკითხი არ განიხილება. თქვენ იცით, რომ...

ყველა ამბავი

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეკორდულ გაფართოებას ამზადებს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სიების ყველაზე მასშტაბურ გაფართოებას ამზადებს — სიებს 1600-ზე მეტი ადამიანი და ორგანიზაცია დაემატება. ვინ მოხვდება...

პოლიციამ რენუარის ორი ნახატი იპოვა, რომლებიც საფრანგეთის რივიერაზე მდებარე მუზეუმიდან მოიპარეს

საფრანგეთის პოლიციამ პიერ ოგიუსტ რენუარის ორი ნახატი იპოვა, რომლებიც ერთი თვის წინ საფრანგეთის ქალაქ კან-სიურ-მერში მდებარე მხატვრის მუზეუმიდან მოიპარეს....

უკრაინული დრონების თავდასხმის გამო პუტინის თვითმფრინავები მოსკოვში ვერ ეშვებოდნენ

დღეს, 9 ოქტომბერს, უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატებისა და მცირე საჰაერო ბუშტების იერიშის გამო მოსკოვის საჰაერო სივრცეში საგანგებო შეზღუდვები დაწესდა.როსავიაციამ...

ძიუდოისტი ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ძიუდოისტი ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა. აზერბაიჯანის დედაქალაქში, ბაქოში, ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს. -100 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ილია სულამანიძე...

გიორგი კირვალიძეს ივანიშვილის გინებისთვის 7-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს

4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულ გიორგი კირვალიძეს ბიძინა ივანიშვილის გინებისთვის 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა მიიღო. გადაწყვეტილების...

უკრაინამ Yandex-ის კიდევ ერთ მონაცემთა ცენტრზე მიიტანა იერიში

უკრაინელებმა  რუსეთში, კალუგის ოლქში მდებარე Yandex DC-ის კიდევ ერთ მონაცემთა ცენტრზე მიიტანეს იერიში.  როგორც ცნობილია, თავდასხმამ მონაცემთა ცენტრი "ნაწილობრივ...

უკრაინელებმა რუსეთის სიღრმეში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე იერიში მიიტანეს

უკრაინელებმა მორიგი მაღალი სიზუსტის დარტყმები განახორციელეს რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სტრატეგიულ ობიექტებზე, მათ შორის ომსკის უმსხვილეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და უკრაინის...

აშშ-ის ისტორიაში პირველად — სიკვდილით დასჯის პირდაპირ ეთერში გადაცემა იგეგმება

აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო ნიდალ ჰასანის სიკვდილით დასჯის პირდაპირ ეთერში გადაცემას გეგმავს, — ამის შესახებ Reuters-ი იუწყება. ჰასანი არმიის ყოფილი...

ნიდერლანდების პარლამენტმა საქართველოს წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივრის შეტანა მოითხოვა

ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც ქვეყნის აღმასრულებელ ხელისუფლებას მოუწოდებს, პარტნიორ სახელმწიფოებთან ერთად, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში...

„ქართულმა ოცნებამ“ ტელევიზიებს 93 სიტყვის გამოყენება აუკრძალა“ – TI

ბოლო 6 თვეში, კომისიამ კრიტიკულ ტელევიზიებს – „ტელეკომპანია პირველსა“ და „ფორმულას“ „ქართული ოცნებისთვის“ მიუღებელი სიტყვებისა და ფრაზების გამოყენებისთვის“ მოხსენებითი...

სანქციები არაფერს ნიშნავს, ბიძინა ივანიშვილისთვის ეს არ არის საინტერესო – კობახიძე სანქციებზე

"მე ვერ გეტყვით, თავად ბიძინა ივანიშვილისთვის ეს არ არის საინტერესო, ჩვენთვის, ყველასთვის, მთლიანად გუნდისთვის, მათ შორის ბიძინა ივანიშვილისთვის, ერთადერთი...

ამ ეტაპზე არ განიხილება არ განიხილება – კობახიძე საწვავის აქციზის შემცირებაზე

ამ ეტაპზე ასეთი საკითხი არ განიხილება. თქვენ იცით, რომ საწვავის ფასების მატება გამოიწვია ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტმა. იმედი უნდა...