რუსეთი ნატოს ბირთვული იარაღით დაემუქრა: Reuters

სააგენტო Reuters-მა ნახა დოკუმენტი, რომელიც მოსკოვმა ნატოს გაუგზავნა. მასში რუსეთი ალიანსს ადანაშაულებს „საშიშ და უგუნურ კურსში“, რომელიც, რუსეთის განცხადებით, ქმნის პირდაპირი შეიარაღებული კონფლიქტის დაწყების მაღალ რისკს. დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ შესაძლო დაპირისპირების შემთხვევაში რუსეთმა შესაძლოა თავიდანვე განახორციელოს დარტყმები ნატოს წევრი ქვეყნების „გადაწყვეტილების მიმღებ ცენტრებზე“.

Reuters-ის თანახმად, რუსეთის დიპლომატიურ გზავნილში ნათქვამია, რომ თუ ნატოს ქვეყნები კალინინგრადის რუსეთისგან მოწყვეტის მიზნით რაიმე ნაბიჯს გადადგამენ, მოსკოვი ტერიტორიის დასაცავად მზად იქნება გამოიყენოს მის ხელთ არსებული ძალებისა და შესაძლებლობების სრული არსენალი, მათ შორის ბირთვული იარაღი.

ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ განაცხადა, რომ ალიანსმა მოსკოვს უპასუხა: ნატო თავდაცვითი ალიანსია და რუსეთმა ბირთვული მუქარა უნდა შეწყვიტოს. რუტეს თქმით, ასეთი რიტორიკა „არც გამართლებულია და არც სასარგებლო“.

ნატოს წერილობით პასუხში ასევე ნათქვამია, რომ ალიანსის არც ერთი სამხედრო წვრთნა თუ სხვა საქმიანობა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიას საფრთხეს არ უქმნის. ნატომ რუსეთს მოუწოდა, შეწყვიტოს უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი, თავი შეიკავოს ალიანსის წევრების მიმართ სულ უფრო სახიფათო ქმედებებისგან და შეწყვიტოს ბირთვული იარაღით მუქარის რიტორიკა.

როდესაც რუტეს ჰკითხეს, რეალურია თუ არა ახლა ბალტიის ქვეყნების წინააღმდეგ ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე, მან უპასუხა, რომ „არა“. მისი თქმით, ვლადიმირ პუტინმა იცის, რომ ნატოსთან ომს ვერ მოიგებს და ამიტომ თავად ამ მუქარას ზედმეტად სერიოზულად არ აღიქვამს.

ვენაში მცხოვრები ბირთვული საკითხების ექსპერტი და ყოფილი რუსი დიპლომატი ნიკოლაი სოკოვი Reuters-ს ეუბნება, რომ დასავლეთს სულ უფრო უჭირს უკრაინის მხარდაჭერის გაზრდა ისე, რომ ეს რუსეთთან პირდაპირ სამხედრო დაპირისპირებაში არ გადაიზარდოს.

მისი შეფასებით, რუსეთის გაფრთხილება შეიძლება ნიშნავდეს, რომ მოსკოვში უფრო მკაცრი პოზიციის მომხრეების გავლენა იზრდება. რუსეთი დასავლეთის ქმედებებად ასახელებს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას, ახალი სანქციების დაწესებას, რუსული გემების შეჩერებას, კალინინგრადის სიახლოვეს ხშირ სამხედრო წვრთნებსა და სადაზვერვო ფრენებს.

სოკოვის თქმით, მოსკოვში ელიან დასავლეთის მხრიდან კიდევ უფრო შორს მიმავალ ნაბიჯებს, მათ შორის ბალტიის ზღვის შესაძლო ბლოკადას. ევროპაში ასეთი ნაბიჯი შეიძლება ომის ზღვარზე, მაგრამ ჯერ კიდევ მის ქვემოთ მდებარე ზომად ჩაითვალოს, მაშინ როცა რუსეთმა იგი შესაძლოა უკვე ღია ომად აღიქვას.

ამიტომ სოკოვი განსაკუთრებით ორმხრივი არასწორი გათვლის საფრთხეზე საუბრობს: ერთი მხარის მიერ შეზღუდულ ნაბიჯად აღქმული ქმედება მეორე მხარემ შესაძლოა ომის დაწყებად ჩათვალოს.

Reuters წერს, რომ ბოლო სამი დღის განმავლობაში რუსეთის საელჩოებმა ევროპის სულ მცირე სამ ქვეყანაში გაავრცელეს განცხადებები, რომლებშიც ნატო სამხედრო წვრთნებითა და კალინინგრადთან დაკავშირებული სცენარების დამუშავებით დაძაბულობის ესკალაციაში დაადანაშაულეს.

კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა ამ განცხადებებს უწოდა დიპლომატიური შეხსენება ევროპელი „ცხელთავიანებისთვის“.

რუსეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობები, რომლებიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ისედაც უკიდურესად გაუარესდა, Reuters-ის თანახმად, მიმდინარე წელს კიდევ უფრო დაიძაბა. ევროპის მთავრობები მოსკოვს ადანაშაულებენ ევროპაში ე.წ. ჰიბრიდული ომის გააქტიურებაში — მათ შორის საბოტაჟსა და ცეცხლის წაკიდების შემთხვევებში. რუსეთი ამ ბრალდებებს უარყოფს და ასევე უარყოფს დასავლელი პოლიტიკოსების განცხადებებს, თითქოს მოსკოვი ნატოს რომელიმე ქვეყანაზე შესაძლო სამხედრო თავდასხმისთვის ემზადება.

ერთ-ერთმა ნატოს დიპლომატმა Reuters-ს უთხრა, რომ რუსეთის წერილი, მისი შეფასებით, ევროპელების დაშინების კიდევ ერთი მცდელობაა, ხოლო ნატოს პასუხი მიზნად ისახავს დაადასტუროს, რომ ალიანსი უკრაინის მხარდაჭერას არ შეწყვეტს.

ევროპის თავდაცვის სფეროს ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა კი განაცხადა, რომ ცივი ომის შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც რუსეთი ევროპას ასეთი ფორმით ემუქრება და ამიტომ საკითხი სერიოზულად უნდა იქნეს აღქმული.

პოპულარული

გიორგი კირვალიძეს ივანიშვილის გინებისთვის 7-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს

4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულ გიორგი კირვალიძეს ბიძინა ივანიშვილის გინებისთვის...

ავტოკრატიულ რეჟიმთან არც საპროცესო შეთანხმებას და არც შეწყალების თხოვნას არათუ არ ვაპირებ, არც კი განვიხილავ! – ნადირაძე

ივანიშვილის რუსულ, ავტოკრატიულ რეჟიმთან არც საპროცესო შეთანხმებას და არც...

მოგზაურმა კარლ ბუშბიმ ჩილედან დიდ ბრიტანეთამდე ფეხით იმოგზაურა-ამას 28 წელი დასჭირდა

ბრიტანელმა მოგზაურმა კარლ ბუშბიმ ამ კვირაში ლა-მანში გადაცურა და...

ამ ეტაპზე არ განიხილება არ განიხილება – კობახიძე საწვავის აქციზის შემცირებაზე

ამ ეტაპზე ასეთი საკითხი არ განიხილება. თქვენ იცით, რომ...

ამ ოჯახს საფუძვლიანი „ნაცური“ წარსული ჰქონია, ეს ორგანიზებული უბინძურესი კამპანიაა – მაჭავარიანი პატიმარ დავითაძეზე

ყველას შეუძლია დარწმუნდეს, რომ აბსურდთან და ჩვეულებრივი ინტრიგანი ოჯახის...

სერგეი ყანჩელის მიმართ განხორციელებული შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო – პროკურატურა

"სერგეი ყანჩელის მიმართ განხორციელებული შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო...

ჯობია, ქაღალდზე ვიყოთ კანდიდატი ქვეყანა, ვიდრე – სახელმწიფო – პაპუაშვილი მარტა კოსს

"ჯობია, ქაღალდზე ვიყოთ კანდიდატი ქვეყანა, ვიდრე - სახელმწიფო"- ასე...

ყველა ამბავი

„ეწინააღმდეგება დემოკრატიის სტანდარტებს“: ვენეციის კომისიის კრიტიკული დასკვნა

საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებული კანონები დემოკრატიისა და პლურალიზმის საერთაშორისო სტანდარტებს ეწინააღმდეგება, პოლიტიკური ოპოზიციის ჩამოყალიბებასა და არსებობას ხელს უშლის, ხოლო...

ორსულობის, მშობიარობის და ბავშვის მოვლის პერიოდში მოქალაქის საშვებულებო ანაზღაურება ყადაღას არ დაექვემდებარება

ორსულობის, მშობიარობის და ბავშვის მოვლის პერიოდში მოქალაქის საშვებულებო ანაზღაურება ყადაღას არ დაექვემდებარება-"სა­აღ­სრუ­ლე­ბო წარ­მო­ე­ბა­თა შე­სა­ხებ" კა­ნონ­ში ცვლი­ლე­ბე­ბი პარ­ლა­მენ­ტმა პირ­ვე­ლი მოს­მე­ნით...

გიორგი დავითაძეზე ზეწოლა გრძელდება, ორმა ბადრაგმა ფანჯრიდან აგინა – ადვოკატი

"გიორგი დავითაძეზე ზეწოლა გრძელდება, ორმა ბადრაგმა ფანჯრიდან აგინა"-ადვოკატის, მარიკა არევაძის ინფორმაციით, პატიმარ გიორგი დავითაძეზე გრძელდება ზეწოლა და პროვოკაციული ქმედებები."ახლახანს...

ბრიუსელის პოლიტიკამ EU-ს სტრატეგიული ინტერესები, საქართველოსთან მიმართ დააზიანა – მახაშვილი

ევროკავშირის საბჭოს სხდომა, სადაც კაია კალასის და სხვათა მიერ გაკეთებული განცხადებები არის იმის აღიარება, რომ საქართველოსთან მიმართებით ბრიუსელის პოლიტიკამ...

ადრე თუ გვიან, მოუწევთ, ოცნებას ესაუბრონ – მაჭავარიანი EU-ზე

ბრიუსელის მმართველი ელიტა ისევ გაბუტვის რეჟიმში რჩება, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვერ დაგვითანხმეს, საქართველო პროქსი ქვეყნად გამოეყენებინათ  ვერც რევოლუციის...

რუსთაველზე სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობისას გაზმომარაგება 3900 აბონენტს შეუწყდა

"თბილისი ენერჯის" ინფორმაციით, 12 ოქტომბერს, 23:30 საათიდან, რუსთაველზე სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობისას გაზმომარაგება ავარიულად 3900 აბონენტს შეუწყდა.კომპანიის ცნობით, გაზი არ...

ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ ერთადერთი მოწმე პოლიციის ძაღლია – TI

"ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ ერთადერთი მოწმე პოლიციის ძაღლია " "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" ინფორმაციას აქვეყნებს ალეკო ელისაშვილის საქმესთან დაკავშირებით."საერთაშორისო გამჭვირვალობა" აღნიშნავს,...

მე მათ ვუთხარი: „თქვენ თანახმა ხართ“- ტრამპი „ენერგეტიკულ ზავზე“

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, ოჰაიოში წინასაარჩევნო მიტინგზე გამგზავრებამდე, ჰკითხეს, რას ფიქრობს იმაზე, რომ არც რუსეთი და არც უკრაინა არ...

ტრამპის ყოფილი წარმომადგენელი უკრაინის საკითხებში კიევს რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაწვას ურჩევს

უკრაინის საკითხებში აშშ-ის ყოფილი სპეციალური წარმომადგენელი კიტ კელოგი არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ ტრამპმა უკრაინას უღალატა. ამასთან, ის მიიჩნევს, რომ...

ქართული ოცნება ქართველ ხალხს ევროპულ მომავალს სისტემატურად ართმევს – კაია კალასი

"ქართული ოცნება ქართველ ხალხს ევროპულ მომავალს სისტემატურად ართმევს"- საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებით, საქართველოში...

შთამბეჭდავია, საკმაოდ დიდი ზრდაა – სარჯველაძე პენსიებზე

ეს არის ზუსტად ხელისუფლების წარმატებული პოლიტიკის ნაწილი, რომ ყველაფერი იგეგმება, ყველაფერი ხორციელდება იმგვარად, რომ წლიდან წლამდე ჩნდება მეტი და...

პენიტენციურის თანამშრომლის ფიზიკური შეურაცხყოფისთვის 3 მსჯავრდებულს ბრალდება წარედგინა

პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებზე 3 მსჯავრდებულს ბრალდება წარედგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს."იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული გამოძიებით...