რუსეთის სადაზვერვო ქსელი აშშ-სა და ევროპაში ოპოზიციონერების მკვლელობებს ამზადებდა — სამიზნეებს შორის კასპაროვი და პონომაროვი იყვნენ

რუსეთის სადაზვერვო სამსახურებთან დაკავშირებული ქსელი აშშ-სა და ევროპაში რუსი ოპოზიციონერების მკვლელობას გეგმავდა. ამის შესახებ ესპანური გამოცემა El Mundo წერს, რომელიც ინფორმაციას საკუთარ წყაროებსა და აშშ-ის სასამართლო დოკუმენტებზე დაყრდნობით ავრცელებს.

საქმე უკავშირდება აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ 15 სექტემბერს გასაჯაროებულ სისხლის სამართლის საქმეს. ამერიკელმა პროკურორებმა რუსეთის სადაზვერვო სამსახურებთან დაკავშირებულ ქსელში მონაწილეობის ბრალდებით ხუთ პირს წაუყენეს ბრალი. გამოძიების მიხედვით, ჯგუფი არა მხოლოდ დივერსიული ოპერაციების ორგანიზებას, არამედ კონკრეტული ადამიანების თვალთვალისა და მკვლელობისთვის შემსრულებლების მოძიებასაც ცდილობდა.

  • გეგმა კასპაროვის წინააღმდეგ

El Mundo-ს ინფორმაციით, ერთ-ერთ სამიზნედ რუსი ოპოზიციონერი და ყოფილი მსოფლიო ჩემპიონი ჭადრაკში, გარი კასპაროვი განიხილებოდა.

გამოცემის ცნობით, 2026 წლის ზაფხულში აშშ-ის ხელისუფლებამ კასპაროვს აცნობა, რომ რუსეთის მხრიდან დაგეგმილი თავდასხმის შესაძლო სამიზნე იყო და მას დამატებითი დაცვა დაუნიშნა.

ამ ინფორმაციის დამოუკიდებელი დასტურია ისიც, რომ ამერიკული გამოძიების მასალებში აღწერილია რუსეთის სადაზვერვო ქსელის მიერ აშშ-ში მცხოვრები ცნობილი რუსი დისიდენტის თვალთვალისა და მისი მკვლელობისთვის შემსრულებლის მოძიების მცდელობა. თუმცა, თავად იუსტიციის დეპარტამენტი დაზარალებულის ვინაობას ოფიციალურ დოკუმენტში არ ასახელებს.

  • პონომარიოვის მკვლელობისთვის $40 ათასი

გამოძიების მიხედვით, კიდევ ერთი სამიზნე იყო ყოფილი რუსი დეპუტატი ილია პონომარიოვი, რომელსაც აშშ-ის სასამართლო დოკუმენტებში „Victim-1“-ის სახელით მოიხსენიებენ.

ამერიკელი პროკურორების ინფორმაციით, ქსელმა აშშ-ში მყოფი პირის გადაბირება მოახერხა. მას თავდაპირველად პოტენციური მსხვერპლის შესახებ ინფორმაციის შეგროვება და სხვადასხვა ლოკაციის გადაღება დაევალა. თვალთვალისთვის მას 1 000-დან 1 500 დოლარამდე სთავაზობდნენ.

შემდეგ კი ქსელის წარმომადგენლებმა მას სამიზნის მკვლელობისთვის 40 ათასი დოლარი შესთავაზეს. როდესაც დაქირავებულმა პირმა მკვლელობაზე უარი თქვა, მას სხვა შემსრულებლის მოძებნა სთხოვეს. გამოძიების თანახმად, ქსელის წარმომადგენელი აცხადებდა, რომ საჭიროების შემთხვევაში მათ მექსიკაში სხვა ადამიანების გამოყენებაც შეეძლოთ. თავად თავდასხმა არ განხორციელებულა — დაქირავებულმა პირმა თანამშრომლობაზე საბოლოოდ უარი თქვა.

  • დაგეგმილი მკვლელობა ვილნიუსში

გამოძიების მასალებში კიდევ ერთი მკვლელობის გეგმა ფიგურირებს, რომელიც ლიტვას უკავშირდება.

DOJ-ის ცნობით, 2025 წელს რუსეთის სადაზვერვო ქსელმა აშშ-ის მოქალაქე დაიქირავა ლიტვაში მცხოვრები რუსი დისიდენტის ადგილსამყოფლის დასადგენად და მისამართის გადასაღებად. თავდაპირველად მას დაახლოებით 200 დოლარი გადაუხადეს. შემდეგ ქსელის ერთ-ერთმა წევრმა პოტენციური მკვლელობისთვის დაახლოებით 25 ათასი დოლარი შესთავაზა. სასამართლო დოკუმენტებში აღწერილია, რომ განიხილებოდა თავდასხმის სხვადასხვა მეთოდი, თუმცა სამიზნის ვინაობა ოფიციალურად არ სახელდება.

El Mundo-ს ინფორმაციით, შესაძლოა ეს ადამიანი ივან ტიუტრინი ყოფილიყო — „თავისუფალი რუსეთის ფორუმის“ თანადამფუძნებელი, რომელიც ლიტვაში ცხოვრობს. გამოცემის ცნობით, ტიუტრინი 2024 წელს გარკვეული პერიოდის განმავლობაში დაცვის ქვეშ იმყოფებოდა, ხოლო ბოლო თვეებში პოლიციამ კვლავ გააფრთხილა, რომ შესაძლოა სამიზნე გამხდარიყო.

ამერიკული სასამართლო დოკუმენტები არ ადასტურებს, რომ ვილნიუსში დაგეგმილი მკვლელობის სამიზნე კონკრეტულად ტიუტრინი იყო.

  • კიდევ ერთი შესაძლო სამიზნე — რუსლან გაბასოვი

El Mundo ასევე წერს რუსლან გაბასოვზე — ბაშკირ აქტივისტზე, რომელიც ლიტვაში ცხოვრობს და ბაშკორტოსტანის დამოუკიდებლობას უჭერს მხარს.

გაბასოვი მანამდეც აცხადებდა, რომ მის წინააღმდეგ თვალთვალისა და თავდასხმის ნიშნები აღმოაჩინეს. 2025 წელს მის ავტომობილში სათვალთვალო მოწყობილობა იპოვეს, ხოლო 2026 წელს ლიტვის სამართალდამცველებმა განაცხადეს, რომ მის წინააღმდეგ შესაძლო თავდასხმის მცდელობა აღკვეთეს.

ამასთან, არსებული მასალებიდან ასევე არ დასტურდება, რომ გაბასოვი სწორედ ის ადამიანი იყო, რომლის მკვლელობაც აშშ-ის გამოძიებაში აღწერილ ლიტვის ოპერაციაში იგეგმებოდა.

ვინ არის ამ ქსელის საქმეში ბრალდებული

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა საქმეზე ხუთ ადამიანს წაუყენა ბრალი.

მათ შორის არიან:

  • იური ხრამეევი, 63 წლის — რუსეთის სადაზვერვო სამსახურების ყოფილი პოლკოვნიკი;
  • კირილ ხრამეევი, 27 წლის — რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (FSB) ოფიცერი და იური ხრამეევის შვილი;
  • ომის რომაგოსა დურუტი, 35 წლის — რუსეთის ტერიტორიაზე მცხოვრები კუბის მოქალაქე, რომელსაც გამოძიება ქსელის ოპერაციების კოორდინაციას უკავშირებს;
  • იაიდელ დელგადო სუარესი, 35 წლის — კუბის მოქალაქე, რომელსაც, პროკურატურის ინფორმაციით, ახალი შემსრულებლების გადაბირება ევალებოდა;
  • ანხელ ედუარდო კასტრო, 22 წლის — ვენესუელის მოქალაქე, რომელიც, გამოძიების ვერსიით, აშშ-ში პოტენციური შემსრულებლების მოძიებაში მონაწილეობდა.

პროკურატურის თანახმად, ქსელი სულ მცირე 2024 წლიდან მოქმედებდა და რუსი დისიდენტების გარდა, უკრაინის მხარდამჭერ ევროპულ ქვეყნებში დივერსიული ოპერაციების ორგანიზებასაც ცდილობდა.

დურუტის სახელი, მაგალითად, გამოძიებაში ფიგურირებს 2024 წელს პრაღასა და ლიტვაში განხორციელებულ ოპერაციებთან დაკავშირებით. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, ის სხვადასხვა მონაწილეების გადაადგილებასა და ლოგისტიკას კოორდინირებდა.

გამოძიების მასშტაბი

აშშ-ის პროკურატურის თანახმად, ეს შემთხვევა რუსეთის სადაზვერვო ქსელის უფრო ფართო საქმიანობის ნაწილია. გამოძიება მიუთითებს, რომ ქსელი იყენებდა სხვადასხვა ქვეყანაში მყოფ ადამიანებს დაზვერვის, თვალთვალის, დივერსიებისა და მკვლელობების ორგანიზებისთვის.

ამერიკული მხარის განცხადებით, ქსელის მიზნებში შედიოდა როგორც რუსი დისიდენტების დაშინება და მათ წინააღმდეგ ძალადობის ორგანიზება, ისე იმ ქვეყნების ინფრასტრუქტურისთვის ზიანის მიყენება, რომლებიც უკრაინას უჭერენ მხარს.

ხუთივე ბრალდებული ამჟამად გათავისუფლებულია. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი ხაზს უსვამს, რომ ბრალდებები სასამართლოში ჯერ დამტკიცებული არ არის და ყველა ბრალდებული უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მათი დანაშაული სასამართლოს მიერ კანონით დადგენილი წესით არ დამტკიცდება.

ავტორი: ნინო კოდალაშვილი

პოპულარული

ბრიუსელის განცხადებას გამოეხმაურა რუსეთის ორი წარმომადგენელი, ერთი – პაპუაშვილი, მეორე – კალუგინი მოსკოვში – სამადაშვილი

ბრიუსელის განცხადებას გამოეხმაურა რუსეთის ორი წარმომადგენელი, ერთი შალვა პაპუაშვილი...

ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტი: მოთხოვნა ოპოზიციის აკრძალვის შეჩერებისა და ივანიშვილის დასანქცირების შესახებ

ვროპარლამენტში დღეს საქართველოს შესახებ რეზოლუციას უყრიან კენჭს. „საქართველოში მმართველი...

ავტოკრატიულ რეჟიმთან არც საპროცესო შეთანხმებას და არც შეწყალების თხოვნას არათუ არ ვაპირებ, არც კი განვიხილავ! – ნადირაძე

ივანიშვილის რუსულ, ავტოკრატიულ რეჟიმთან არც საპროცესო შეთანხმებას და არც...

სანქციები არაფერს ნიშნავს, ბიძინა ივანიშვილისთვის ეს არ არის საინტერესო – კობახიძე სანქციებზე

"მე ვერ გეტყვით, თავად ბიძინა ივანიშვილისთვის ეს არ არის...

ოკუპანტებმა ხარკოვზე იერიშისთვის „ბანდეროლის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტები გამოიყენეს

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ქალაქ ხარკოვის სამრეწველო რაიონზე მორიგი...

აშშ საკუთარ მოქალაქეებს რუსეთის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდებს

აშშ-მა რუსეთთან დაკავშირებით მე-4 დონის (უმაღლესი) სამგზავრო გაფრთხილება კიდევ...

ამ ოჯახს საფუძვლიანი „ნაცური“ წარსული ჰქონია, ეს ორგანიზებული უბინძურესი კამპანიაა – მაჭავარიანი პატიმარ დავითაძეზე

ყველას შეუძლია დარწმუნდეს, რომ აბსურდთან და ჩვეულებრივი ინტრიგანი ოჯახის...

ყველა ამბავი

წინა ანგარიში გამანადგურებელი იყო საქართველოსთვის, მას შემდეგ ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა: პაველ ჰერჩინსკი

ხედავს თუ არა ევროკავშირის ელჩი „ქართული ოცნების“ რაიმე მზაობას - აღადგინონ ურთიერთობა ევროკავშირთან? პაველ ჰერჩინსკის ეს კითხვა ჟურნალისტებმა დაუსვეს....

რუსეთში ქართული ღვინოებისა და მინერალური წყლის შეტანა შეიზღუდა – რომელ კომპანიებს ეხება აკრძალვა

რუსეთში ქართული ღვინოებისა და მინერალური წყლის შეტანა აიკრძალა. როგორც გამოცემა Business Press Media იუწყება, შეზღუდვები ეხება ალკოჰოლური სასმელების მსხვილ...

პროკურატურა: პატიმარ დავითაძის მიმართ სექსუალური ძალადობის ფაქტი არ დადგინდა, საქმე შეწყვეტილია

პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა და...

დამანგრეველი სტიქია პანამაში: 7.7 მაგნიტუდის მიწისძვრამ ცენტრალურ პროვინციებში შენობები და გზები გაანადგურა

პანამის რესპუბლიკის ცენტრალურ და სამხრეთ რეგიონებში ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე მძლავრი, 7.7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ სტიქიას...

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეკორდულ გაფართოებას ამზადებს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სიების ყველაზე მასშტაბურ გაფართოებას ამზადებს — სიებს 1600-ზე მეტი ადამიანი და ორგანიზაცია დაემატება. ვინ მოხვდება...

პოლიციამ რენუარის ორი ნახატი იპოვა, რომლებიც საფრანგეთის რივიერაზე მდებარე მუზეუმიდან მოიპარეს

საფრანგეთის პოლიციამ პიერ ოგიუსტ რენუარის ორი ნახატი იპოვა, რომლებიც ერთი თვის წინ საფრანგეთის ქალაქ კან-სიურ-მერში მდებარე მხატვრის მუზეუმიდან მოიპარეს....

უკრაინული დრონების თავდასხმის გამო პუტინის თვითმფრინავები მოსკოვში ვერ ეშვებოდნენ

დღეს, 9 ოქტომბერს, უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატებისა და მცირე საჰაერო ბუშტების იერიშის გამო მოსკოვის საჰაერო სივრცეში საგანგებო შეზღუდვები დაწესდა.როსავიაციამ...

ძიუდოისტი ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ძიუდოისტი ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა. აზერბაიჯანის დედაქალაქში, ბაქოში, ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს. -100 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ილია სულამანიძე...

გიორგი კირვალიძეს ივანიშვილის გინებისთვის 7-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს

4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულ გიორგი კირვალიძეს ბიძინა ივანიშვილის გინებისთვის 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა მიიღო. გადაწყვეტილების...

უკრაინამ Yandex-ის კიდევ ერთ მონაცემთა ცენტრზე მიიტანა იერიში

უკრაინელებმა  რუსეთში, კალუგის ოლქში მდებარე Yandex DC-ის კიდევ ერთ მონაცემთა ცენტრზე მიიტანეს იერიში.  როგორც ცნობილია, თავდასხმამ მონაცემთა ცენტრი "ნაწილობრივ...

უკრაინელებმა რუსეთის სიღრმეში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე იერიში მიიტანეს

უკრაინელებმა მორიგი მაღალი სიზუსტის დარტყმები განახორციელეს რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სტრატეგიულ ობიექტებზე, მათ შორის ომსკის უმსხვილეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და უკრაინის...

აშშ-ის ისტორიაში პირველად — სიკვდილით დასჯის პირდაპირ ეთერში გადაცემა იგეგმება

აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო ნიდალ ჰასანის სიკვდილით დასჯის პირდაპირ ეთერში გადაცემას გეგმავს, — ამის შესახებ Reuters-ი იუწყება. ჰასანი არმიის ყოფილი...