სტამბოლში, სკოლის ფორმაში გამოწყობილმა გოგონამ მოსწავლეებს დანით ჭრილობები მიაყენა – დაღუპულია ერთი ბავშვი

სტამბოლის ერთ-ერთ საშუალო სკოლაში მძიმე ტრაგედია დატრიალდა. სასკოლო ფორმაში გამოწყობილმა 15 წლის გოგონამ შენობაში შესვლისას მოსწავლეებს დანით თავდასხმა მოუწყო.

ოფიციალური ინფორმაციით, მიყენებული ჭრილობების შედეგად ერთი მოსწავლე გოგონა საავადმყოფოში გარდაიცვალა, კიდევ შვიდი ბავშვი კი სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებებით ჰოსპიტალიზებულია.

როგორც ქალაქის გუბერნატორმა ჟურნალისტებს განუცხადა, შემთხვევა დილით მოხდა, როდესაც ბავშვები გაკვეთილებზე შესასვლელად ემზადებოდნენ. თავდამსხმელი, რომელიც მეზობელი უბნის სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეა, შემთხვევის ადგილზე საკუთარი სასკოლო ფორმით გამოცხადდა, რამაც მას შენობაში შეაღწევისა და ეჭვის აცილების საშუალება მისცა.

თურქეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაშავებული 10-დან 13 წლამდე ასაკის მოსწავლეებიდან სამის მდგომარეობა თავდაპირველად მძიმე იყო. ექიმების მცდელობის მიუხედავად, კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ერთ-ერთი გოგონას გადარჩენა ვერ მოხერხდა, რაც მოგვიანებით ქვეყნის განათლების მინისტრმაც დაადასტურა. დანარჩენი შვიდი დაშავებულიდან ხუთის მდგომარეობა მსუბუქია და მათ უახლოეს საათებში ბინაზე გაწერენ.

კიდევ უფრო მასშტაბური ფატალური შედეგი სკოლის უსაფრთხოების სამსახურის ქალმა თანამშრომელმა აიცილა თავიდან, რომელმაც შეიარაღებული გოგონა ფიზიკურად შეაკავა, განაიარაღა და ადგილზე მისულ პოლიციის ეკიპაჟებს გადასცა. თავდამსხმელი ამჟამად დაკავებულია, თუმცა მისი მოტივი კვლავ უცნობია.

მომხდართან დაკავშირებით თურქეთის განათლების სამინისტრომ სპეციალური ინსპექტორები მიავლინა საქმის დეტალების შესასწავლად, ხოლო თავად სკოლაში სასწავლო პროცესი ორი დღით შეაჩერდა. ამასთანავე, საინფორმაციო სივრცეში აღნიშნულ საქმეზე მედიით ინფორმაციის გავრცელების ნაწილობრივი აკრძალვა ამოქმედდა.

პოპულარული

KAS: ოფისის ლიკვიდაცია საქართველოს მთავრობის მიერ ჩვენი მუშაობის შეზღუდვის შედეგია

კონრად ადენაუერის ფონდი თბილისში ოფისს ხურავს, მიზეზად კი საქართველოს...

საქართველოდან ექსტრადირებული პატიმარი, რუსეთში, გაქცევის მცდელობისას მოკლეს

საქართველოდან 2026 წლის 24 სექტემბერს ექსტრადირებული პატიმარი, დმიტრი პუშკარევი,...

Flydubai-ს თვითმფრინავის მგზავრი აცხადებს, რომ ტელეშოუს ყურების შედეგად იცოდა, რა უნდა გაეკეთებინა ბორტის გადასარჩენად

ისრაელელმა მგზავრმა, რომელიც „Flydubai“-ს რეისზე თავდამსხმელი პილოტის განეიტრალებაში მონაწილეობდა,...

რუსული ჭურვი მოლდოვის საზღვარზე ჩამოვარდა და სამგზავრო ავტობუსი დააზიანა

დღეს დილით, მოლდოვა-უკრაინის საზღვარზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა. უკრაინის სამოქალაქო...

სიცრუეა, რომ თითქოს პატიმარი გიორგი დავითაძე ციხეში გააუპატიურეს – პენიტენციური

პენიტენციური სამსახური უარყოფს რუსთავის N6 პენიტენციური დაწესებულების პატიმრის, გიორგი...

დადგენილია, არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია – პაპუაშვილი დავითაძეზე

"დადგენილია, არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია - განაცხადა ამის...

აქციამ აჩვენა, რომ ის 5%-იც გადაჭარბებულია, რაც IRI-მ „ნაცმოძრაობას“ დაუწერა – პაპუაშვილი

ის ფაქტი, რომ აქციაზე რამდენიმე ათეული ადამიანი მივიდა და...

ყველა ამბავი

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპული რეესტრის (EQAR) რეგისტრაციის კომიტეტის 2026 წლის 22...

ევროკავშირის ახალი გაფართოების სტრატეგიაში საქართველო არ ფიგურირებს

ევროკომისიამ დღეს ოფიციალურად გამოაქვეყნა გაფართოების ახალი, ყოვლისმომცველი სტრატეგიული დოკუმენტი, რომელიც მომავალი გაფართოებული კავშირისთვის ორგანიზაციულ, ფინანსურ და ინსტიტუციურ ჩარჩოებს ადგენს.ახალი...

დადგენილია, არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია – პაპუაშვილი დავითაძეზე

"დადგენილია, არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია - განაცხადა ამის შესახებ, შალვა პაპუაშვილმა პატიმარ გიორგი დავითაძეზე."ჯერ კიდევ 2025 წლის დეკემბერში...

რუსეთში შავი ჭირის გავრცელების გამო, ყაზახეთი ყირგიზეთი და უზბეკეთი საზღვრის კონტროლს აძლიერებს

ყაზახეთმა, ყირგიზეთმა და უზბეკეთმა საზღვრებზე კონტროლი გაამკაცრეს რუსეთში შესაძლო შავი ჭირის გავრცელების გამო.ყაზახეთში პრევენციული ზომები ამოქმედდა, მათ შორის სანიტარული...

აქციებზე ქიმიური ნივთიერების შესაძლო გამოყენებასთან დაკავშირებით ეუთოს კონფერენციაზე მსჯელობენ

2024 წლის ნოემბერი-დეკემბრის აქციებზე ქიმიური ნივთიერების შესაძლო გამოყენებასთან დაკავშირებით მსჯელობენ ვარშავაში, ეუთოს ადამიანური განზომილების კონფერენციაზე.მონაწილეები სპეციალურ კვლევას განიხილავენ, სადაც...

სასტიკ ორმაგ მკვლელობაში ბრალდებულ თეიმურაზ გოგიაშვილს 20 წლით ან სამუდამო პატიმრობა ელის

მოსკოვში, დედა-შვილის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულ წარმოშობით ქართველ თეიმურაზ გოგიაშვილს სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.გამოძიების ვერსიით, საზარელი ორმაგი მკვლელობა 1...

გერმანიის საგარეო დაზვერვის ყოფილი უფროსი ჯაშუშობისა  ბრალდებით დააკავეს

გერმანიის საგარეო დაზვერვის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი აუგუსტ ჰანინგი, , ჯაშუშობისა და სახელმწიფო ღალატის მცდელობის ბრალდებით დააკავეს - ინფორმაციას ამის...

პუტინს საბჭოთა კავშირის აღდგენა სურს, ეს მოიცავს უკრაინას, საქართველოს, სადაც აქტიურ პროცესებს ვხედავთ – ვადეფული

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინს, "პუტინს საბჭოთა კავშირის აღდგენა სურს, ეს მოიცავს უკრაინას, საქართველოს,...

განადგურდა შავ ბაზარზე 553კგ ნარკოტიკული საშუალებები – შსს

შისაქართველოს მასშტაბით სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ნივთმტკიცებად ამოღებული 553 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება გაანადგურეს. მათი საერთო ღირებულება ე.წ....

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე იერიშები მიიტანა – ხანძარი გაჩნდა რეგიონის უდიდესი ნავთობობიექტი

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე დრონებით იერიში მიიტანა.დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და ცხრა დაშავდა. ამის შესახებ მოსკოვის ოლქის გუბერნატორმა ანდრეი...

1.2 მილიონი ლარი თბილისის სანაცვლოდ: კომპანია იბეროილის და ყოფილი მინისტრის საიდუმლო გარიგება

„ამხილე კორუფცია. გააზიარე ფაქტები“ -ს კაპანიის ფარგლებში საერტაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო ყოფილი შს მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძისა და კომპანია „იბეროილის“...

რუსეთში პატიმრების ექსტრადირება უნდა შეწყდეს: სოციალური სამართლიანობის ცენტრი

სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმიანება რუსეთში საქართველოდან ექსტრადირებული პატიმრის, 43 წლის დმიტრი პუშკარევის მკვლელობის ფაქტს და საქართველოდან რუსეთის ფედერაციაში პატიმრების...