ქართველი მებრძოლების დევნა – ივანიშვილის მთავრობის და კრემლის საერთო ოპერაცია?: საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო

დამთხვევა თუ გამიზნული ქმედება: რატომ დაიწყო საქართველოში სისხლისსამართლებრივი დევნა იმ ქართველი მოხალისეების მიმართ, რომლებზეც რუსული საოკუპაციო ჯარების წინააღმდეგ ბრძოლის გამო რუსეთის პროკურატურამ აღძრა საქმეები.

ამ კონტექსტში „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ გია ბარამიძის, ალეკო ელისაშვილის, ირაკლი ოქრუაშვილის, დავით ქაცარავას, მამუკა მამულაშვილისა და უკრაინაში მებრძოლი სხვა ქართველი მოხალისეების მიმართ განხორციელებული მოქმედებები შეისწავლა.

„ასეთი თანხვედრა ავტომატურად არ ადასტურებს საქართველოსა და რუსეთის უწყებებს შორის კოორდინაციას ან შეთანხმებულ მოქმედებას. თუმცა, როდესაც საჯარო დისკრედიტაციას მოსდევს სისხლისსამართლებრივი დევნა, პატიმრობა ან სხვა მკაცრი ღონისძიებები, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ივანიშვილის ხელისუფლება ამგვარი მოქმედებებით რუსეთის ხელისუფლების გულის მოგებას ცდილობს.

ბლოგში განხილული საქმეები მნიშვნელოვანია შეფასდეს ფართო პოლიტიკურ კონტექსტში, რომელსაც ბოლო პერიოდში საქართველოს ხელისუფლების მიერ დასავლეთისგან დაშორებისა და რუსეთთან დაახლოებისკენ მიმართული პოლიტიკა განსაზღვრავს.

ამ კონტექსტში იკვეთება მოვლენათა საყურადღებო თანმიმდევრობა: რუსეთის ხელისუფლების მიერ კონკრეტული პირების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას მოსდევს იმავე პირების წინააღმდეგ დევნა საქართველოში, საჯარო დისკრედიტაციის კამპანიის თანხლებით. განხილულ საქმეებში შეინიშნება სამართლებრივი კვალიფიკაციის სისწორის, ბრალდებების დასაბუთებულობისა და გამოყენებული ღონისძიებების პროპორციულობის პრობლემები.

ბლოგში განხილული ინდივიდუალური საქმები ერთმანეთისგან დამოუკიდებლად რომ განვიხილოთ, შესაძლოა, შემთხვევითობის შთაბეჭდილებას ტოვებდეს. ერთად წაკითხვისას კი ისინი საქართველოს ხელისუფლების მიერ თანმიმდევრულად გატარებულ პოლიტიკაზე შესაძლოა მიუთითებდეს, რომლის სამიზნეც 2022 წელს, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, უკრაინის მხარეს, რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი საქართველოს მოქალაქეები არიან. შესაბამისად, ამ პირებს რუსეთის ფედერაციასა და საქართველოში პარალელური დევნა და მსჯავრდება აერთიანებთ.

როდესაც ერთი და იმავე ადამიანების წინააღმდეგ პარალელურად მოქმედებენ როგორც რუსეთის, ისე საქართველოს სამართალდამცავი და მართლმსაჯულების სისტემები, ბუნებრივია, ეს სერიოზულ კითხვებს აჩენს საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული პოლიტიკის ეროვნულ ინტერესებთან შესაბამისობის კუთხით“- ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ კვლევაში

პოპულარული

საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში იმყოფება

საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში იმყოფება -  დღეს რუსეთის პატრიარქ...

რუსეთის ნოვოშახტინსკის ქარხანაში ხანძარი სატელიტიდან ჩანს – უკრაინა

უკრაინულმა ძალებმა რუსეთის როსტოვის ოლქში ნოვოშახტინსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს....

FT: ტრამპი ცდილობს, უკრაინის საკითხზე „სამშვიდობო შეთანხმებას“ წლის ბოლომდე მიაღწიოს

Financial Times-ის წყაროების ინფორმაციით, თეთრი სახლი ყველა ღონეს ხმარობს,...

ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ გავაერთიანოთ ერი.როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს დაპირისპირება? – მეუფე იობი

"როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს დაპირისპირება? ჩვენ ვერ ვიქნებით ვინმესთან...

ვან გოგის „აყვავებული წაბლები“ Sotheby’s-ზე რეკორდულ ფასად გაიყიდა

ვინსენტ ვან გოგის „აყვავებული წაბლები“ მხატვრის ყველაზე ძვირადღირებული ნამუშევარი...

ფონიჭალაში, კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად, 3 ადამიანი დაშავდა

ფონიჭალაში, სადაც სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა,...

უელსის პრინცესამ დოკუმენტურ ფილმში კიბოსთან ბრძოლის გამოცდილებაზე ისაუბრა

„კიბო ადამიანს ნამდვილად ცვლის“, — უელსის პრინცესა კეტრინი თავის...

ევროპარლამენტი ბურჭულაძის საქმეს და საქართველოში პოლიტპატიმრების საკითხს განიხილავს

ევროპარლამენტის 25 ნოემბრის დღის წესრიგში საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებული...

ყველა ამბავი

რუსეთმა ესტონეთი უკრაინის შეიარაღებული ძალების დრონებისთვის საჰაერო სივრცის დათმობაში დაადანაშაულა

ესტონეთის საქმეთა დროებითი რწმუნებული რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, მარკუს იუხტეგის „ტალინის მახლობლად თავდაცვის მრეწველობის...

ევროპარლამენტი ბურჭულაძის საქმეს და საქართველოში პოლიტპატიმრების საკითხს განიხილავს

ევროპარლამენტის 25 ნოემბრის დღის წესრიგში საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებული დებატებია შეტანილი. განხილვის თემა იქნება „პაატა ბურჭულაძის საქმე და პოლიტიკური...

რუსეთის ნოვოშახტინსკის ქარხანაში ხანძარი სატელიტიდან ჩანს – უკრაინა

უკრაინულმა ძალებმა რუსეთის როსტოვის ოლქში ნოვოშახტინსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ადასტურებს და აცხადებს, რომ საწარმოს...

ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ გავაერთიანოთ ერი.როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს დაპირისპირება? – მეუფე იობი

"როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს დაპირისპირება? ჩვენ ვერ ვიქნებით ვინმესთან დაპირისპირებული - არც პოზიციასთან და არც ოპოზიციასთან. ჩვენ უნდა გავაერთიანოთ...

სუროგაციის აკრძალვა იქნება ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი – პატრიარქი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, შიო მესამემ, ქადაგებისას საქართველოში სუროგაციის აკრძალვის გეგმაზე ისაუბრა. პატრიარქის თქმით, სუროგაციასთან დაკავშირებულია არაერთი ძალიან მძიმე ცოდვა...

ბედნიერები ვართ, ეკლესიასთან ერთიანობით შეგვიძლია ვიზრუნოთ ჩვენს ქვეყანაზე – კობახიძე

"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ბედნიერია, რადგან ეკლესიასთან ერთიანობით ზრუნავენ ქვეყანაზე."გილოცავთ წმინდა...

შეწყალების თხოვნით არ მიმიმართავს..ყველა ვართ გარეთ საჭირო – ნიკოლოზ ჯავახიშვილი

"შეწყალების თხოვნით არ მიმიმართავს.. ყველა ვართ გარეთ საჭირო.არავინ არ ვართ ციხეში საჭირო " - ამბობს რეჟიმის პატიმარი, ნიკოლოზ ჯავახიშვილი...

დემოკრატები წარმომადგენელთა პალატაში 1992 წლის შემდეგ ყველაზე მეტ ადგილს იკავებენ

აშშ-ის დემოკრატიული პარტია წარმომადგენელთა პალატის 435 ადგილიდან სულ მცირე 258-ს მიიღებს. ამით პარტიას პალატაში 1992 წლის შემდეგ ყველაზე დიდი...

საპატიმრო აქციებზე დაკავებულმა დავით ლომიძემ და თემურ ზასოხაშვილმაც დატოვეს

2024 წლის საპროტესტო აქციაზე დაკავებულმა კიდევ ორმა მსჯავრდებული, დავით ლომიძე და თემურ ზასოხაშვილი თავისუფლები არიან. მათ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის...

დიმერში ხუთსართულიან სახლზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 10-ს გადასცდა

კიევის ოლქის დასახლება დიმერში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა. მაშველებმა ნანგრევებიდან კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი ამოასვენეს, განაცხადა...

აქციების დროს დაკავებული ნიკოლოზ ჯავახიშვილი, ანრი კვარაცხელია, გიორგი მინდაძე თავისუფლები არიან

ნიკოლოზ ჯავახიშვილი, ანრი კვარაცხელია, გიორგი მინდაძე თავისუფლები არიან - მათ გლდანის ციხე უკვე დატოვეს.ნიკოლოზ ჯავახიშვილი პირველებთან ამბობს, რომ მას...

ხელოვნური ინტელექტის დახმარებით დამტკიცებულია ჰიპოთეზა, რომელსაც მათემატიკოსები 170 წელი ვერ ამტკცებდნენ

Anthropic-ის თანამშრომელი და მათემატიკოსი ლევენტ ალპიოგე აცხადებს, რომ ხელოვნური ინტელექტის დახმარებით რიმანის ცნობილი ჰიპოთეზა დაამტკიცა. ეს პრობლემა მათემატიკოსებს თითქმის...