ზელენსკის განცხადებით, პოლონეთმა გადასცა დახმარება, რომელიც კიევის ცის დაცვაში დაეხმარებათ

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, პოლონეთმა უკრაინას რუსეთის თავდასხმებისგან თავდაცვის მიზნით დახმარების პაკეტი გადასცა, რომელიც შეიცავს ისეთ ელემენტებს, რომლებსაც არ ასაჯაროებენ.ამის შესახებ ზელენსკიმ პოლონეთის პრემიერმინისტრ დონალდ ტუსკთან შეხვედრის დასაწყისში განაცხადა.

ტუსკმა უკრაინის პრეზიდენტს უთხრა, რომ უკრაინას პოლონეთის მხარდაჭერის იმედი უნდა ჰქონდეს.

“მინდა დაგარწმუნოთ უკრაინა, თქვენი ხალხი და პირადად თქვენ, რომ მარტო არ ხართ. შეგიძლიათ, ჩემი, პოლონეთისა და ევროკავშირის იმედი გქონდეთ. ბრიუსელში ყველა ლიდერთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ სრულიად ნათელია, რომ ყველაფერი, რაც პუტინსა და რუსეთს ამ ომში დაეხმარებოდა, ევროპისა და პოლონეთისთვის მიუღებელია.” – განაცხადა ტუსკმა.

დონალდ ტუსკი სოციალურ ქსელში წერს, რომ პოლონეთი და უკრაინა არა მხოლოდ მეზობელი ქვეყნები არიან, არამედ მეგობრებიც, რომლებსაც ერთმანეთის იმედი რთულ დროსაც შეუძლიათ ჰქონდეს.

“ჩვენ მხოლოდ მეზობლები არ ვართ. ჩვენ მეგობრები ვართ, რომლებსაც რთულ დროს შეუძლიათ ერთმანეთის იმედი ჰქონდეთ და ამას ვერავინ ვერასდროს შეცვლის”, – აცხადებს დონალდ ტუსკი.

თავის მხრივ, ზელენსკიმ პოლონეთს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა როგორც პოლიტიკურ და გეოპოლიტიკურ საკითხებში, ისე სხვა მიმართულებებით.

“ის, რაც თქვენ გააკეთეთ… კარგი, ზოგჯერ ეს მხოლოდ ჩვენ ორს შორის უნდა დარჩეს.” — თქვა ზელენსკიმ პოლონეთის პრემიერის ჟესტიკულაციაზე რეაგირებისას.

“მაგრამ ჩვენ მადლიერები ვართ, რადგან ძალიან რთულია ჩვენი ქვეყნისა და დედაქალაქის მასირებული თავდასხმებისგან დაცვა. მადლიერები ვართ ამისთვის, ასევე 20-მილიმეტრიანი საბრძოლო მასალისთვის, რომელიც საჰაერო თავდაცვისთვის გამოიყენება, და სხვა დახმარებისთვის. სწორედ ამას ვთხოვთ ახლა სხვადასხვა ქვეყანას და მთელ ევროპას.” – აღნიშნა ზელენსკიმ.

პოპულარული

შთამბეჭდავია, საკმაოდ დიდი ზრდაა – სარჯველაძე პენსიებზე

ეს არის ზუსტად ხელისუფლების წარმატებული პოლიტიკის ნაწილი, რომ ყველაფერი...

ევროკავშირი უკრაინისთვის Starlink-ის ალტერნატივად Govsatcom–ს განიხილავს

ევროკომისია უკრაინის თავის დაცულ სატელიტურ საკომუნიკაციო სისტემაში, Govsatcom-ში, ჩართვას...

რუსეთმა კიევზე მორიგი მასშტაბური კომბინირებული თავდასხმა განახორციელა

13-14 ოქტომბრის ღამესა და გამთენიისას, რუსულმა ძალებმა მიზანმიმართული იერიში...

2025 წელს „იმედის“ წილი ნაციონალური ტელევიზიებისთვის განკუთვნილ საბიუჯეტო კონტრაქტებში 65.21% იყო – MDF

 მედიის განვითარების ფონდის (MDF) ახალი კვლევის მიხედვით, 2025 წელს...

ციხის ხელმძღვანელობაზე თავდასხმისა და შეურაცხყოფის ბრალდებით პატიმრებს ბრალი წარუდგინეს

პროკურატურამ 3 მსჯავრდებულს ბრალდება წარუდგინა. მათ N6 პენიტენციური დაწესებულების...

ძამას ხეობაში ექსკურსიის ავტომობილი გზიდან გადავარდა

ძამის ხეობაში ვიზიტორების მანქანა გზიდან გადავარდა. დაშავდა 6 ადამიანი,...

ღამის განმავლობაში მოსკოვის მიმართულებით თითქმის 500 დრონი დაფრინავდა – მოსკოვის მერი

რუსული მედიის ინფორმაციით, მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა განაცხადა, რომ...

წინა ანგარიში გამანადგურებელი იყო საქართველოსთვის, მას შემდეგ ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა: პაველ ჰერჩინსკი

ხედავს თუ არა ევროკავშირის ელჩი „ქართული ოცნების“ რაიმე მზაობას...

ყველა ამბავი

2025 წელს „იმედის“ წილი ნაციონალური ტელევიზიებისთვის განკუთვნილ საბიუჯეტო კონტრაქტებში 65.21% იყო – MDF

 მედიის განვითარების ფონდის (MDF) ახალი კვლევის მიხედვით, 2025 წელს საქართველოში სატელევიზიო რეკლამიდან მიღებული შემოსავლების თითქმის 83% სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის...

ვატო ყიფიანი და “კაწრო” ბრალს არ აღიარებენ და დუმილის უფლებით სარგებლობენ

ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული ვახტანგ ჟვანია (იგივე ვატო ყიფიანი), "კაწრო" ავთანდილ ბილანიშვილი  და შოთა ყიფიან ბრალს არ აღიარებენ და  დუმილის...

CNN: აშშ-მა შესაძლოა ირანის წინააღმდეგ „ყველა ბომბის დედა“ გამოიყენოს

ამერიკელმა სამხედროებმა დარტყმების ახალი გეგმები შეიმუშავეს, რომლებიც ირანის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურისა და ბირთვული ობიექტების გასანადგურებლად ე.წ. „ყველა ბომბის დედის“ შესაძლო...

Bloomberg-ის წყაროები: დიდი ბრიტანეთი ზამთრამდე უკრაინას დამატებით Storm Shadow-ის რაკეტებს გაუგზავნის

გაერთიანებული სამეფო უკრაინას დამატებით Storm Shadow-ის ფრთოსან რაკეტებს მიაწვდის, რათა ზამთრის დადგომამდე უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე რუსეთის თავდასხმები ჩაშალოს, იუწყება...

აშშ-ში დაწყებით სკოლაში სროლის შედეგად სამი ბავშვი და ერთი ზრდასრული დაიღუპა

ორეგონის შტატის ქალაქ ბენდში 16 წლის მოზარდმა დაწყებით სკოლაში ცეცხლი გახსნა და სამი ბავშვი და მასწავლებელი მოკლა. მოგვიანებით ის...

ევროკავშირი უკრაინისთვის Starlink-ის ალტერნატივად Govsatcom–ს განიხილავს

ევროკომისია უკრაინის თავის დაცულ სატელიტურ საკომუნიკაციო სისტემაში, Govsatcom-ში, ჩართვას გეგმავს მას შემდეგ, რაც სისტემას კომერციული სიმძლავრეები დაემატება. ამის შესახებ...

ვატო ყიფიანი და ავთო ბილანიშვილი, იგივე „კაწრო” დააკავეს

ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი ვატო ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი (კაწრო) დააკავეს.როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ბრალდებით,...

კრემლმა აშშ-თან შეთანხმების საფუძველზე დიზელის ექსპორტი აღადგინა

კრემლის განცხადებით, რუსული დიზელის საექსპორტო მიწოდება გლობალურ ბაზარზე ოფიციალურად აღდგა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოჰყვა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან მიღწეულ შეთანხმებას,...

ტრამპმა ნიდალ ჰასანის სიკვდილით დასჯის პირდაპირ ეთერში ჩვენება გააუქმა

ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ფორტ-ჰუდის სამხედრო ბაზაზე 13 სამხედროს მკვლელობაში ბრალდებული, აშშ-ის არმიის ყოფილი მაიორის, ნიდალ ჰასანის სიკვდილით დასჯის...

მოვითხოვ დავესწრო პროცესს და მოღალატეებს პირში ვუთხრა სათქმელი – ხაბეიშვილი ბათუმში ბადრაგირებასითხოვს

ენმ-ის  პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, პატიმრობაში მყოფი ლევანი ხაბეიშვილი  ბათუმში ბადრაგირებას ითხოვს,  რათა საკონსტიტუციო სასამართლოში მისი პოზიცია დააფიქსიროს.შესაბამისი განცხადება ხაბეიშვილის სოციალურ...

ცეცხლის შეწყვეტა არ იქნება: სერგეი ლავროვი

ბაქოში, აზიის თანამშრომლობისა და ნდობის აღდგენის ღონისძიებების თათბირის (CICA) სამიტის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა...

საქართველო ევროპული საბჭოს სამიტის მიღმა: გზავნილები ბრიუსელიდან

ბრიუსელი ევროპული საბჭოს ორდღიან სამიტს მასპინძლობს. ევროკავშირის წევრი ქვეყნების პირველი პირები ეკონომიკურ დისბალანსზე, ენერგეტიკულ კრიზისზე, უკრაინის მხარდაჭერასა და ახლო...