საქართველოში 15-მდე რესპირაციული ვირუსი ცირკულირებს, რომელთაგან ყველაზე მძიმე მიმდინარეობა და გართულება გრიპის ვირუსითაა გამოწვეული – ჩხაიძე

“საქართველოში 15-მდე რესპირაციული ვირუსი ცირკულირებს, რომელთაგან ყველაზე მძიმე მიმდინარეობა და გართულება გრიპის ვირუსითაა გამოწვეული ” – იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, პროფესორი ივანე ჩხაიძე განმარტავს, რომ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებისგან თავის შეკავება აუცილებელია იმ დღეს, როდესაც ადამიანს აღენიშნება მაღალი ტემპერატურა ან მწვავე დაავადების ნიშნები, როგორიცაა ტემპერატურასთან ერთად ყელის ტკივილი, გამონაყარი ან ნაწლავთა მოქმედების დარღვევა.

„დღეს საქართველოში 15-მდე რესპირაციული ვირუსი ცირკულირებს; მათი აქტიურობა წელიწადის სხვადასხვა დროს განსხვავებულია, თუმცა ყველაზე მეტია შემოდგომა-ზამთარში. ამ ვირუსებს შორის ყველაზე მძიმე მიმდინარეობა და ყველაზე ბევრი გართულება გრიპის ვირუსითაა გამოწვეული, ისევე როგორც გარდაცვალების შემთხვევები.გრიპით გამოწვეული გართულებებია: ფილტვების ანთება, ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანება და გულის კუნთის დაზიანება. ყველა მათგანი შესაძლოა საშიში იყოს სიცოცხლისთვის.ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვაა, არის თუ არა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია საყოველთაო? რა თქმა უნდა, არა. გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა შეიძლება ყველამ გაიკეთოს 6 თვის ასაკიდან, თუმცა ჯანმო გამოყოფს რისკის ჯგუფებს, სადაც ყველაზე მეტია გრიპით გამოწვეული გართულების ალბათობა, სწორედ ამიტომ, რისკის ჯგუფებისთვის ვაქცინაცია კატეგორიულად აუცილებელია.

მაღალი რისკის ჯგუფში შედიან: მცირე ასაკის ბავშვები (განსაკუთრებით 5 წლამდე ასაკის ბავშვები); ხანდაზმულები; ქრონიკული დაავადებების მქონე პირები (მაგალითად: გულ-სისხლძარღვთა სისტემის, ფილტვების ქრონიკული პათოლოგიების, შაქრიანი დიაბეტისა და სხვა მძიმე თანმხლები დაავადებების მქონეები); ორსულები; იმუნოდეფიციტური მდგომარეობის მქონე პირები. ამ ფენების მონაწილეობა ვაქცინაციის პროცესში ერთადერთი შესაძლებლობაა, აირიდონ ინფიცირება და მძიმე გართულება.

უნდა აღინიშნოს ერთადერთი გარემოება: გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება არ შეიძლება ვაქცინაციის დღეს მაღალი ტემპერატურისა და მწვავე დაავადების ნიშნების არსებობისას, როგორიცაა, მაგალითად, გამონაყარი, ყელის ტკივილი ან ნაწლავთა მოქმედების დარღვევა. ასეთ დროს ვაქცინაცია უნდა გადავადდეს, სანამ ადამიანი გამოჯანმრთელდება.

ალკოჰოლთან დაკავშირებითაც არის კითხვები: სასურველია, პირველი დღის განმავლობაში თავი შეიკავოთ ალკოჰოლის მიღებისგან არა გართულების ან შესაძლო გვერდითი მოვლენის გამო, ამიტომ ამ პერიოდში სჯობს, ცხოვრების ჯანსაღი წესით იმოქმედოთ. რაიმე სპეციფიკური უკუჩვენება ან შეზღუდვა არ არსებობს.

ყოველ წელს ახალი ვაქცინის გაკეთება აუცილებელი და სასურველია: გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა მოქმედებს არაუმეტეს 6 თვისა, რადგან ის პირდაპირ კავშირშია გრიპის სეზონთან (საქართველოში გრიპის სეზონი გრძელდება 6-8 თვე).

ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ იდეალური პერიოდი საქართველოში აცრისთვის არის ოქტომბრის მეორე ნახევარი – ნოემბრის პირველი ნახევარი. მომდევნო 1 თვე იდეალური პერიოდია. გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა მოქმედების მაქსიმუმს აღწევს გაკეთებიდან 2 კვირის შემდეგ“, – აღნიშნა ჩხაიძემ.

პოპულარული

რუბიო: რუსეთისთვის სანქციების დაწესების საკითხის განსახილველად ტრამპს 60 დღემდე დასჭირდება

რუსულ ექსპორტთან დაკავშირებული სანქციებისა და ტარიფების მოქმედების შეჩერებიდან მეორე...

მოვითხოვ დავესწრო პროცესს და მოღალატეებს პირში ვუთხრა სათქმელი – ხაბეიშვილი ბათუმში ბადრაგირებასითხოვს

ენმ-ის  პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, პატიმრობაში მყოფი ლევანი ხაბეიშვილი  ბათუმში ბადრაგირებას...

ზელენსკის განცხადებით, პოლონეთმა გადასცა დახმარება, რომელიც კიევის ცის დაცვაში დაეხმარებათ

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, პოლონეთმა უკრაინას რუსეთის თავდასხმებისგან...

2025 წელს „იმედის“ წილი ნაციონალური ტელევიზიებისთვის განკუთვნილ საბიუჯეტო კონტრაქტებში 65.21% იყო – MDF

 მედიის განვითარების ფონდის (MDF) ახალი კვლევის მიხედვით, 2025 წელს...

რამდენიმე პარტია კი არ იკრძალება, დე-ფაქტო პოლიტიკური საქმიანობა ეკრძალება სოციუმის დიდ ჯგუფს – ჯაფარიძე

რამდენიმე პარტია კი არ იკრძალება, დე-ფაქტო პოლიტიკური საქმიანობა ეკრძალება...

21 ოქტომბრის საკვირველი დღეები

21 ოქტომბრის #საკვირველიდღეები:4 000 მბ + 150 წთ (საქართველოში)...

სინდი კროუფორდმა პირველად ისაუბრა შვილის, პრესლი გერბერის, გარდაცვალებაზე

სუპერმოდელმა სინდი კროუფორდმა პირველად საჯაროდ ისაუბრა თავისი შვილის, პრესლი...

უშეცდომო არავინ არის ღმერთის გარდა, მეც შეიძლება ბევრი შეცდომა მაქვს დაშვებული – კობახიძე მდინარაძეზე

მამუკა მდინარაძეს, ძალიან ბევრი რამ აქვს გაკეთებული გუნდისთვის, ეს...

ყველა ამბავი

პროკურატურამ საბოტაჟის ბრალდებით ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავა

გენერალურმა პროკურატურამ სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დომენტი (დიტო) ჩუბინიძე დააკავა.ამის შესახებ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ბრიფინგი გაიმართა.„საქართველოს...

Meta სოციალური ქსელების მომხმარებლების შეცდომაში შეყვანისთვის 25 მილიარდი დოლარით დააჯარიმეს

კომპანია Meta-ს, რომელიც, სხვა სერვისებთან ერთად, სოციალურ ქსელებს — Facebook-სა და Instagram-ს, ასევე მესენჯერ WhatsApp-ს ფლობს, პერსონალური მონაცემების დაცვის...

“გახარიას პარტია კეკლუცობს და გვაჩვენებს თავს, ვითომ “მე კარგი მონა ვარ” – ზურაბიშვილი

""გახარიას პარტია კეკლუცობს და გვაჩვენებს თავს, ვითომ "მე კარგი მონა ვარ"- საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში პოლიტიკური...

ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმე საკონსტიტუციო სასამართლოში: დღე I

საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზე „ქართული ოცნების“ სარჩელის განხილვა ხვალ, დღის 12 საათიდან განახლდება.დღეს კი, სასამართლო, ძირითადად, ოპოზიციის წარმომადგენელთა...

გლდანის ციხეში პატიმარმა ორი ბოლტი გადაყლაპა – ფეიქრიშვილების დედა

გლდანის ციხეში პატიმარმა ორი ბოლტი გადაყლაპა- ინფორმაციას ამის შესახებ ძმები ფეიქრიშვილების დედა, ნინო აბრამიშვილი  ავრცელებს."ერთ-ერთმა პატიმარმა, ლაშა ლაბაძემ, გადაყლაპა ორი...

რევაზ ნადარაია 2-ჯერ იყო დაბარებული.. მაღალი ალბათობით, მასზე კომპრომატად თაროზე აქვთ საქმე შემონახული – ჯაფარიძე

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, მოსამართლე რევაზ ნადარაია ორჯერ იყო დაბარებული პროკურატურაში 2013 წელს და მაღალი ალბათობით მასზე კომპრომატად თაროზე აქვთ...

წლის ბოლოს გაზის და წყლის ტარიფები გადაიხედება – დავით ნარმანია

მარეგულირებელ კომისიას ამ წლის ბოლოს არ უწევს ელექტროენერგიის ტარიფების გადახედვა, ჩვენ რამდენიმე თვის წინ დავადგინეთ ელექტროენერგიის ახალი ტარიფი, რომელიც...

თავში მიტრიალებს, რატომ მაინც და მაინც მე?უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე – ხვიჩა კვარაცხელია ტრამვაზე

"თავში მიტრიალებს, რატომ მაინც და მაინც მე?" - საქართველოს ნაკრების კაპიტანი და „პსჟ“-ს ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგაზე, „ბარსელონასთან“...

ენმ-ი საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვაზე მოწმის სახით  სააკაშვილისა და ხაბეიშვილის დაბარების შუამდგომლობით გამოდის

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვაზე მოწმის სახით საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“...

არ ვაპირებთ მსხვერპლის როლში ყოფნას ბიძინას მიერ გაწერილ სპექტაკლში, რომლის ფინალიც უკვე განსაზღვრულია – თამარ ჩერგოლეიშვილი

"ფედერალისტები", რომლის აკრძალვასაც "ოცნება" გეგმავს, საკონსტუტიო სასამართლოში მიმდინარე სხდომებზე წარმოდგენილი არ იქნება და პარტიის წევრები საკონსტიტუციოს შენობასთან მიმდინარე აქციას...

ერთ წლიანი პატიმრობის შემდეგ, თამარ ლორთქიფანიძე თავისუფალია

თამარ ლორთქიფანიძე, რომელიც გასული წლის, 22 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დააკავეს, თავისუფალია. მომიტინგე თამარ ლორთქიფანიძემ,  2025 წლის 22...

“დაიხარჯა ₾722 645” – “ოცნების” მთავრობის ადმინისტრაცია ილია II-ის დაკრძალვის ხარჯებს ასაჯაროებს

"ქართული ოცნების" მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებით, კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯებს ასაჯაროებენ. ადმინისტრაციის ინფორმაციით, დაკრძალვისთვის დაიხარდა 722 645 ლარამდე, გამოყოფილი...