უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პოდკასტში The Diary of a CEO სტივენ ბარტლეტთან ინტერვიუს დროს, დონალდ ტრამპის სამშვიდობო ინიციატივებსა და რუსეთთან შესაძლო მოლაპარაკებებზე ისაუბრა.
„როდესაც პრეზიდენტი ტრამპი ამბობს, რომ კომპრომისი უნდა ვიპოვოთ – ჩვენ ამ რეალობით ვცხოვრობთ. ზავი და მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომა უკვე უზარმაზარი კომპრომისია.
ვერავინ დადგება იმ ადამიანების ადგილას, რომელთა შვილებიც აწამეს. თქვენ ვერ აიძულებთ ხალხს პატიებას. როგორ უნდა აიძულო ისინი, როცა მათი შვილი აწამეს? როგორ უნდა აპატიონ? ეს შეუძლებელია. მე თავგამოდებით ვითხოვ სამართლიანობას. უბრალოდ, ძალიან მინდა ეს. ვიცი, რომ იმდენ ადამიანს ამოჰგლიჯეს გული, რომ მათ ახალი გული აღარ ექნებათ.
სწორედ ამიტომ ვამბობთ, რომ ზავი მხოლოდ პირველი ნაბიჯია, რადგან ხალხის სიძულვილი არსად გაქრება. ამას დრო და სამართლიანობა სჭირდება. აი, რატომ არის ეს უზარმაზარი კომპრომისი. ბევრჯერ ვეცადე შეერთებული შტატების პრეზიდენტისთვის მეთქვა: გაგვიგეთ. უდიდესი კომპრომისია თუნდაც უბრალოდ ფრონტის იმ ხაზების შენარჩუნება, სადაც ახლა ვიმყოფებით. ტრამპს შეუძლია ძალიან მარტივად დასვას პუტინი მოლაპარაკებების მაგიდასთან. იმის გათვალისწინებით, თუ როგორ საუბრობს პრეზიდენტი ტრამპი ჩემზე, მას მართებს, რომ ეს რიტორიკა პუტინის მიმართაც გამოიყენოს“ – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.


