{{ARTICLEIMAGE}}
სალომე ზურაბიშვილის ფონდს ნათელა მაჭავარიანი უხელმძღვანელებს. ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ხატია მოისწრაფიშვილმა განაცხადა. საქველმოქმედო ფონდი საგანმანათლებლო, სამეცნიერო პროექტებს დააფინანსებს. ფონდი ასევე იმუშავების ემიგრანტების მიმართულებით და დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, გახდნენ შემომწირველებიც. თანხებს კი სპეციალური საბჭო გააკონტროლებს. აღნიშნულ ფონდში უკვე ჩაირიცხა რვაათას 80 ლარი, ეს არის პრეზიდენტის ხელფასი, რომელსაც ზურაბიშვილი ამ ფონდში გადარიცხავს.














